https://sputnik-georgia.com/20230619/-----278701589.html
„პრინციპულად მიუღებელია": კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე
„პრინციპულად მიუღებელია": კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე
Sputnik საქართველო
მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა 5 ივნისს პრეზიდენტ ზურაბიშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას... 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T17:00+0400
2023-06-19T17:00+0400
2023-06-19T20:56+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_a8fd2184f061c5fff95e7693c6f68dd6.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებლად მიიჩნევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო განზრახვას – ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პასუხისმგებლობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დააკისროს.მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების მიზნით საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა სურს. კაკაბაძის თქმით, ამით პრეზიდენტს სურს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისროს.15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარეშე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის ბრალდებით, რომლის გენერალური დირექტორიც იყო.პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს>>>მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა 5 ივნისს პრეზიდენტ ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით მიმართეს.2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_279:218:2122:1600_1920x0_80_0_0_cc6d11954e63923bba06ea8f46ff9928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
„პრინციპულად მიუღებელია": კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე
17:00 19.06.2023 (განახლებულია: 20:56 19.06.2023) მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა 5 ივნისს პრეზიდენტ ზურაბიშვილს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართეს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებლად მიიჩნევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო განზრახვას – ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პასუხისმგებლობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დააკისროს.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების მიზნით საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა სურს. კაკაბაძის თქმით, ამით პრეზიდენტს სურს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისროს.
„ეს თუ ასეა, ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, სალომე ზურაბიშვილი ასე არ უყურებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის პატრიარქზე გადანაწილება პრინციპულად მიუღებელია. იმედია, ზურაბიშვილს ასეთი განზრახვა არ აქვს", – განაცხადა კობახიძემ.
15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაემორჩილოს გარეშე ზეწოლას არც სააკაშვილის საკითხზე და არც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის ბრალდებით, რომლის გენერალური დირექტორიც იყო.
მოძრაობის „თავისუფლება ნიკა გვარამიას“ წარმომადგენლებმა 5 ივნისს პრეზიდენტ ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.