https://sputnik-georgia.com/20230619/------------278712819.html
სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის" გეგმები კოალიციაზე - ოპოზიციისა და „ქართული ოცნების" რეაქცია
სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის" გეგმები კოალიციაზე - ოპოზიციისა და „ქართული ოცნების" რეაქცია
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას თავის გარშემო მცირე პოლიტიკური პარტიების გაერთიანების და... 19.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-19T20:00+0400
2023-06-19T20:00+0400
2023-06-19T22:16+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092364_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_af3db5e7f914354ce2e091b4d7e38bf9.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას თავის გარშემო მცირე პოლიტიკური პარტიების გაერთიანების და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.მცირე პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ორი კვირის წინ გამოაცხადა. დღეს კი ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება იხილავს „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ „ან გაერთიანებას ან დიდ ერთობას“.გასულ კვირაში სწორედ ყველა ეროვნული და ევროპული ძალის, პირველ რიგში კი „ნაცმოძრაობის" გაერთიანების მოწოდებით დააანონსა ქართულ პოლიტიკაში აქტიური დაბრუნება მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.რეაქციები ოპოზიციაშიარ განუხილავთ და არც გეგმავენ „ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების საკითხს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის".რაც შეეხება სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში აქტიური დაბრუნების საკითხს, პარტიის „საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაიწყო და, როგორც ჩანს, დაიწყო სააკაშვილის გამოჯანმრთელებით.ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან თანაშრომლობას არ გეგმავენ პარტია „გირჩის" წევრებიც.ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ამ სიტუაციაში სააკაშვილის ფაქტორი, რასაკვირველია, გადამწყვეტი იქნება.„ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.რას ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში"მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ნაცმოძრაობა“ თავის გარშემო აერთიანებს ოპოზიციურ პარტიებს.დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს, ოპოზიცია განადგურებულია და ეს ყველაფერი მათი ქმედებების შედეგია, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებას, მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის გუნდი, რომელმაც შეინარჩუნა სიმშვიდე და მშვიდობა ქვეყანაში.„ეჭვგარეშეა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეს მიმართულება“, – აღნიშნა კალაძემ.სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.2024 წლის არჩევნებისაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275092364_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_d4638408d92d276a86350e58d24c2aaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას თავის გარშემო მცირე პოლიტიკური პარტიების გაერთიანების და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
მცირე პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ორი კვირის წინ გამოაცხადა. დღეს კი ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება იხილავს „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ „ან გაერთიანებას ან დიდ ერთობას“.
გასულ კვირაში სწორედ ყველა ეროვნული და ევროპული ძალის, პირველ რიგში კი „ნაცმოძრაობის" გაერთიანების მოწოდებით დააანონსა ქართულ პოლიტიკაში აქტიური დაბრუნება მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
არ განუხილავთ და არც გეგმავენ „ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების საკითხს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის".
რაც შეეხება სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში აქტიური დაბრუნების საკითხს, პარტიის „საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის თქმით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაიწყო და, როგორც ჩანს, დაიწყო სააკაშვილის გამოჯანმრთელებით.
„მმართველი გუნდი შეეცდება შეინარჩუნოს ძალაუფლება სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" დახმარებით. ამ ნაბიჯით ისინი („ნაცმოძრაობა“) რეალურად ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში“, – განაცხადა დაუშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან თანაშრომლობას არ გეგმავენ პარტია „გირჩის" წევრებიც.
„ბუნებრივია, არც ახლა და არც არჩევნებამდე პერიოდში არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე გაერთიანებაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ძალიან ვგულშემატკივრობ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ოცნებობენ „ნაცმოძრაობის" სიაში ყოფნაზე", – განაცხადა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ამ სიტუაციაში სააკაშვილის ფაქტორი, რასაკვირველია, გადამწყვეტი იქნება.
„რადგანაც საბოლოო ჯამში ყველა ხვდება, რომ „ნაცმოძრაობა" – ეს მიშას (სააკაშვილის) პარტიაა და ამიტომაც მერყეობენ ჩემი კოლეგები გაერთიანებასთან დაკავშირებით, რადგანაც დარწმუნებული არ იყვნენ – იქნება მიშა თუ არა", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
„ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა პროდასავლურ ძალასთან ვითანამშრომლებთ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა კუთხით. ჩვენი წითელი ხაზი არის პრორუსული ძალები, ასევე ჩვენთვის წითელი ხაზი არის ყველა დამღუპველზე დამღუპველი – „ქართული ოცნება". შესაბამისად, დანარჩენებთან გარკვეული თანამშრომლობა მოგვიწევს“, – განაცხადა ვაშაძემ.
რას ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში"
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ნაცმოძრაობა“ თავის გარშემო აერთიანებს ოპოზიციურ პარტიებს.
„მე უკვე სათვალავი ამერია რამდენჯერ გამეორდა ეს - მეხუთე თუ მეოთხე არჩევნებია, როდესაც, ბრჭყალებში, ჩვენი ძლიერი ოპოზიცია ერთიანდება მიხეილ სააკაშვილის დროშის ქვეშ“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს, ოპოზიცია განადგურებულია და ეს ყველაფერი მათი ქმედებების შედეგია, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„მათი გადადგმული ნაბიჯების შედეგი არის ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე. არ ვიცი, ახლა გაერთიანდებიან, დაიშლებიან თუ ცალკე პარტიებად გამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ისე მოიქცნენ როგორც სურთ და ის გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც მათ უნდათ", – განაცხადა კალაძემ.
ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებას, მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის გუნდი, რომელმაც შეინარჩუნა სიმშვიდე და მშვიდობა ქვეყანაში.
„ეჭვგარეშეა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეს მიმართულება“, – აღნიშნა კალაძემ.
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.