https://sputnik-georgia.com/20230617/saqartvelosi-hakeruli-qseli-gamoavlines-278670178.html
საქართველოში ჰაკერული ქსელი გამოავლინეს
საქართველოში ჰაკერული ქსელი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ჯამში ჰაკერებმა 24 მოქალაქის ანგარიშებიდან 9 ათას ლარზე მეტის მოხსნა შეძლეს 17.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-17T16:43+0400
2023-06-17T16:43+0400
2023-06-17T16:43+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1a/250459578_0:83:3347:1965_1920x0_80_0_0_4bcf3416ff3800533c6dae616809f6c6.jpg
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეთა მონაცემთა ბაზის გატეხვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხები თანამზრახველების ანგარიშებზე გადირიცხა.გამოძიების ინფორმაციით, კიბერდანაშაულის შედეგად ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 ათას ლარს აღემატება.ბრალდებულთა ასაკი 33-დან 52 წლადმე მერყეობს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1a/250459578_307:0:3038:2048_1920x0_80_0_0_ff8577e2a6ee21ee519b6a29c453b16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოში ჰაკერული ქსელი გამოავლინეს
ჯამში ჰაკერებმა 24 მოქალაქის ანგარიშებიდან 9 ათას ლარზე მეტის მოხსნა შეძლეს
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეთა მონაცემთა ბაზის გატეხვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხები თანამზრახველების ანგარიშებზე გადირიცხა.
გამოძიების ინფორმაციით, კიბერდანაშაულის შედეგად ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 ათას ლარს აღემატება.
ბრალდებულთა ასაკი 33-დან 52 წლადმე მერყეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.