ბაკურიანში ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებლად 100 მლნ ლარი გამოიყოფა

© Government of Georgiaოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება – შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში
ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება – შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2023
გამოწერა
საქართველოში ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 1,7 ათასი სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი შეიკრიბება.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. იწყება მზადება ბაკურიანში ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კურორტ ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად 2020 წლის ნოემბერში მიენიჭა.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით ოლიმპიური ფესტივალის მომზადების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
ღარიბაშვილმა და EOC-ს პრეზიდენტმა ბაკურიანში ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება განიხილეს>>
ღარიბაშვილის განცხადებით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკვე წელს 25 მლნ ლარი გამოიყოფა.
ესტაფეტა მიღებულია - საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა>>
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოში მთელი მსოფლიოდან 1700-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი მოიყრის თავს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC-ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0