https://sputnik-georgia.com/20230615/sisxliani-garceva-kiketsi-braldebuls-20-wliani-patimroba-seefarda-278625653.html
სისხლიანი გარჩევა კიკეთში: ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სისხლიანი გარჩევა კიკეთში: ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
54 წლის გელა ნიორაძემ ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T21:43+0400
2023-06-15T21:43+0400
2023-06-15T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სოფელ კიკეთში მომხდარი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულ გელა ნიორაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 სექტემბერს სოფელ კიკეთში ბრალდებულმა რამდენიმე პირთან იჩხუბა, რის შემდეგაც საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა და ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა გელა ნიორაძე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
სისხლიანი გარჩევა კიკეთში: ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
21:43 15.06.2023 (განახლებულია: 23:06 15.06.2023) 54 წლის გელა ნიორაძემ ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სოფელ კიკეთში მომხდარი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულ გელა ნიორაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 სექტემბერს სოფელ კიკეთში ბრალდებულმა რამდენიმე პირთან იჩხუბა, რის შემდეგაც საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა და ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა გელა ნიორაძე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება)
წარედგინა.