https://sputnik-georgia.com/20220919/sisxliani-garceva-kiketsi-dakavebuls-brali-warudgines-270575816.html
სისხლიანი გარჩევა კიკეთში - დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
სისხლიანი გარჩევა კიკეთში - დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
გელა ნიორაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T22:49+0400
2022-09-19T22:49+0400
2022-09-19T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სოფელ კიკეთში სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულ გელა ნიორაძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარედგინა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს სოფელ კიკეთში ბრალდებულ გელა ნიორაძეს ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან კონფლიქტი მოუვიდა. მამაკაცი ჩხუბის შემდეგ გარკვეული დროით წავიდა და შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა. 54 წლის ნიორაძემ შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ამტკიცებს გამოძიება.მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა სულხან კომახიძემ.ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ იქ მცხოვრებ პირს მისი (ნიორაძის - რედ.) ვალი ჰქონდა და ისინი ამ თემაზე საუბრობდნენ. საუბრის დროს მას (ნიორაძეს - რედ.) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამტკიცებს ადვოკატი.მისი თქმით, ნიორაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის ეთანხმება ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც იარაღის უკანონო ტარებას ეხება, ხოლო განზრახ მკვლელობის ფაქტს არ აღიარებს.ადვოკატის თქმით, ნიორაძემ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც თავდამსხმელებმა ყურადღება არ მიაქციეს გაფრთხილებას, რომ მანქანას არ მიუახლოვდნენ.სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიორაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ამჟამად ნიორაძე დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.წყარო - გენერალური პროკურატურაეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
სისხლიანი გარჩევა კიკეთში - დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
22:49 19.09.2022 (განახლებულია: 22:50 19.09.2022) გელა ნიორაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სოფელ კიკეთში სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულ გელა ნიორაძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარედგინა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს სოფელ კიკეთში ბრალდებულ გელა ნიორაძეს ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან კონფლიქტი მოუვიდა. მამაკაცი ჩხუბის შემდეგ გარკვეული დროით წავიდა და შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა. 54 წლის ნიორაძემ შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ამტკიცებს გამოძიება.
მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ იქ მცხოვრებ პირს მისი (ნიორაძის - რედ.) ვალი ჰქონდა და ისინი ამ თემაზე საუბრობდნენ. საუბრის დროს მას (ნიორაძეს - რედ.) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამტკიცებს ადვოკატი.
მისი თქმით, ნიორაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის ეთანხმება ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც იარაღის უკანონო ტარებას ეხება, ხოლო განზრახ მკვლელობის ფაქტს არ აღიარებს.
ადვოკატის თქმით, ნიორაძემ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც თავდამსხმელებმა ყურადღება არ მიაქციეს გაფრთხილებას, რომ მანქანას არ მიუახლოვდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიორაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამჟამად ნიორაძე დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.