https://sputnik-georgia.com/20230615/folker-turqi-patriarqati-warsulsi-unda-darces-278596151.html
გაეროს მთავარი უფლებადამცველი: პატრიარქატი უნდა დამთავრდეს
გაეროს მთავარი უფლებადამცველი: პატრიარქატი უნდა დამთავრდეს
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საჭიროა სასწრაფო ზომები, რათა ბოლო მოეღოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის მიმართ მტკიცედ ფესვგადგმულ... 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T09:53+0400
2023-06-15T09:53+0400
2023-08-17T18:04+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
ახალი ამბები
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
ადამიანის უფლებები საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270325975_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6a5181d924ab93083c28f0fd6d83be1d.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საჭიროა სასწრაფო ზომები, რათა ბოლო მოეღოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის მიმართ მტკიცედ ფესვგადგმულ დამოკიდებულებას, განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა.მისი თქმით, გასულ წელს ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ მსოფლიოს პარლამენტებში მინიმუმ ერთი ქალი მაინც იყო, მაგრამ ეს ყველა პარლამენტარის მხოლოდ მეოთხედია.ფოლკერ ტიურკმა მოუწოდა სახელმწიფოებს, საკანონმდებლო ორგანოებს, პრესას, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორსა და ყველა კეთილი ნების ადამიანს, გააერთიანონ ძალისხმევები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.გაეროს მთავარ უფლებადამცველს მიაჩნია, რომ ქვეყნებმა უნდა აღიარონ ისეთი არაანაზღაურებადი სამუშაოს ღირებულება, როგორიცაა მოვლა, ვინაიდან ეს ტვირთი არაპროპორციულად აწვება ქალის მხრებს.გარდა ამისა, ფოლკერ ტიურკი გამოდის ინიციატივით – დაწესდეს კვოტები საკანონმდებლო ორგანოებში, ხელისუფლების სხვა ინსტიტუტებსა და კერძო კომპანიებში დასაქმებულ ქალთა რაოდენობაზე, და მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, მიაღწიონ გენდერულ პარიტეტს.როგორც გაეროს უმაღლესი კომასარი აცხადებს, მსოფლიოს ქვეყნებმა ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ ქალების სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ, და მეტი ყურადღება მიაქციონ ქალებს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით სხვებისთვის მაგალითის მიცემა შეუძლიათ.მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიდოს, ვინაიდან საუბარია საზოგადოების უნარზე, გადალახოს ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი კრიზისი — გენდერული უთანასწორობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270325975_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_e61a01beac3f7ec44d1f5f0b5189f036.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
გაერო, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში
გაერო, ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საჭიროა სასწრაფო ზომები, რათა ბოლო მოეღოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის მიმართ მტკიცედ ფესვგადგმულ დამოკიდებულებას, განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა.
„პატრიარქატი წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მსოფლიოს ქალები და გოგონები იმ მოლაპარაკებებში, რომლებზეც გადაწყვეტილებები მიიღება“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, გასულ წელს ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ მსოფლიოს პარლამენტებში მინიმუმ ერთი ქალი მაინც იყო, მაგრამ ეს ყველა პარლამენტარის მხოლოდ მეოთხედია.
ფოლკერ ტიურკმა მოუწოდა სახელმწიფოებს, საკანონმდებლო ორგანოებს, პრესას, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორსა და ყველა კეთილი ნების ადამიანს, გააერთიანონ ძალისხმევები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
გაეროს მთავარ უფლებადამცველს მიაჩნია, რომ ქვეყნებმა უნდა აღიარონ ისეთი არაანაზღაურებადი სამუშაოს ღირებულება, როგორიცაა მოვლა, ვინაიდან ეს ტვირთი არაპროპორციულად აწვება ქალის მხრებს.
გარდა ამისა, ფოლკერ ტიურკი გამოდის ინიციატივით – დაწესდეს კვოტები საკანონმდებლო ორგანოებში, ხელისუფლების სხვა ინსტიტუტებსა და კერძო კომპანიებში დასაქმებულ ქალთა რაოდენობაზე, და მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, მიაღწიონ გენდერულ პარიტეტს.
როგორც გაეროს უმაღლესი კომასარი აცხადებს, მსოფლიოს ქვეყნებმა ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ ქალების სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ, და მეტი ყურადღება მიაქციონ ქალებს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით სხვებისთვის მაგალითის მიცემა შეუძლიათ.
„თუ ამჟამინდელი ტემპები შენარჩუნდება, ქალებს 155 წელი დასჭირდებათ გენდერული სხვაობის გადასალახად. ხოლო მოწყვლადი ჯგუფების ქალებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო ნაკლებად არიან წარმოდგენილი ხელისუფლებებში, ეს კიდევ უფრო რთული იქნება“, — განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.
მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიდოს, ვინაიდან საუბარია საზოგადოების უნარზე, გადალახოს ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი კრიზისი — გენდერული უთანასწორობა.