https://sputnik-georgia.com/20230615/---40----278615954.html
სემეკმა „რუსთავის წყალი" 40 ათასი ლარით დააჯარიმა
სემეკმა „რუსთავის წყალი" 40 ათასი ლარით დააჯარიმა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) რუსთავის წყალმომარაგების კომპანია... 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T17:22+0400
2023-06-15T17:22+0400
2023-06-15T22:09+0400
საქართველო
რუსთავი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271100668_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_90879df51978a3da910cfdbecc310c9e.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) რუსთავის წყალმომარაგების კომპანია „რუსთავის წყალი" 40 ათასი ლარით დააჯარიმა.უწყების განცხადებით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შპს „რუსთავის წყლის“ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში არღვევდა სემეკის მიერ დადგენილ წესებს.რუსთავში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება>>>კერძოდ, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურში კომპანია არ ითვალისწინებდა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს, რის გამოც მრიცხველის შეძენასა და მონტაჟს უზრუნველყოფდა განმცხადებელი საკუთარი ხარჯებით.„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად კი ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას. წესების მიხედვით, დაუშვებელია სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფისათვის მიერთების მსურველის მიერ რაიმე სახით სამუშაოების განხორციელება", – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის გამეორების შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271100668_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_aaf38eeb255b7aba572de2a6aff808d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსთავი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსთავი, საზოგადოება, ახალი ამბები
სემეკმა „რუსთავის წყალი" 40 ათასი ლარით დააჯარიმა
17:22 15.06.2023 (განახლებულია: 22:09 15.06.2023) თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) რუსთავის წყალმომარაგების კომპანია „რუსთავის წყალი" 40 ათასი ლარით დააჯარიმა.
უწყების განცხადებით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შპს „რუსთავის წყლის“ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში არღვევდა სემეკის მიერ დადგენილ წესებს.
კერძოდ, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურში კომპანია არ ითვალისწინებდა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს, რის გამოც მრიცხველის შეძენასა და მონტაჟს უზრუნველყოფდა განმცხადებელი საკუთარი ხარჯებით.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად კი ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას. წესების მიხედვით, დაუშვებელია სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფისათვის მიერთების მსურველის მიერ რაიმე სახით სამუშაოების განხორციელება", – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის გამეორების შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება.