https://sputnik-georgia.com/20230615/---------278629532.html
მდინარაძე: ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, სჭირდება თუ არა საქართველოს დეოლიგარქიზაცია
მდინარაძე: ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, სჭირდება თუ არა საქართველოს დეოლიგარქიზაცია
Sputnik საქართველო
მდინარაძემ მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. 15.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-15T23:21+0400
2023-06-15T23:21+0400
2023-06-16T00:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_eeddb95bd349893a7e3f891c2f5e0e82.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არ შევა ძალაში, თუ ევროკავშირი ამას გადაწყვეტს და გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომელშიც გაზაფხულზე ვენეციის კომისიის შენიშვნების შემდეგ შესწორებები შევიდა. კენჭისყრა შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე ვენეციის კომისიამ გადამუშავებული ვერსიის მიღებასაც კი არ ურჩია საქართველოს პარლამენტს. დასკვნაში ნათქვამია, რომ ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.მდინარაძემ ასევე მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის უკრაინულ ვერსიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.„სამწუხაროდ, ამერიკის ელჩის მხრიდანაც იყო არასწორი ინფორმაციის გახმოვანების ფაქტი და მან თქვა, რომ უკრაინას კანონი გამოწვეული აქვს. ახლა აღმოჩნდა, რომ არ აქვს გამოწვეული და უკრაინამაც მიიღო ანალოგიური დასკვნა და გარკვეული დაბნეულობაა ამ მიმართულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.კელი დეგნანმა 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ გაიწვია თავისი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიიდან და ამიტომ საკონსტიტუციო სამართლის შესახებ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს დასკვნები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა კომისიაში კანონის ქართული ანალოგის გაგზავნაზე. სინამდვილეში კი 2023 წლის 13 ივნისს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა უკრაინულ კანონზე, რითაც უარყო ელჩის განცხადება.ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ"2022 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მაინც გადაწყვიტა ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა მას შემდეგ, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩიეს კომისიას შეემოწმებინა ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომელიც ორი მოსმენით იყო მიღებული.მანამდე მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ დაელოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკრაინულ კანონზე, რომლის ასლიც არის მათ მიერ მიღებული ვერსია.ვენეციის კომისიამ თავდაპირველი ვერსიის შესწავლის შემდეგ განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების შესახებ, რაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის დაწყებას გულისხმობდა. ამიტომ კანონი გადამუშავდა. განახლებული ვარიანტი ვენეციის კომისიას 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში გაეგზავნა.ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაში ნათქვამია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ გადამუშავებული კანონპროექტი, როგორც ჩანს, აკმაყოფილებს 2023 წლის მარტის წინასწარი დასკვნის რეკომენდაციების უმეტესობას, მაგრამ კანონპროექტის გასაუმჯობესებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა არანაირად არ აღმოფხვრა მთავარი ნაკლი – პერსონალური მიდგომა.ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს „სისტემური მიდგომა“ – შეიმუშავოს მაკორექტირებელი, დამატებითი ან დამხმარე კანონმდებლობა, ან ისეთი ზომები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს კონკურენციის სფეროში ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას, მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მედიაში პლურალიზმისა და მედიის მფლობელობაში გამჭვირვალობის გაძლიერებას და ა.შ.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.ევროკომისიის იმ პირობების ჩამონათვალში, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დეოლიგარქიზაციის პუნქტი ასე გამოიყურება: განხორციელდეს დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_a219881cc33e0a2643b0270d202d23c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
მდინარაძე: ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, სჭირდება თუ არა საქართველოს დეოლიგარქიზაცია
23:21 15.06.2023 (განახლებულია: 00:31 16.06.2023) მდინარაძემ მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ არ შევა ძალაში, თუ ევროკავშირი ამას გადაწყვეტს და გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომელშიც გაზაფხულზე ვენეციის კომისიის შენიშვნების შემდეგ შესწორებები შევიდა. კენჭისყრა შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე ვენეციის კომისიამ გადამუშავებული ვერსიის მიღებასაც კი არ ურჩია საქართველოს პარლამენტს. დასკვნაში ნათქვამია, რომ ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
„თუკი ჩვენი მეგობრები ჩამოყალიბდებიან, რომ დეოლიგარქიზაცია გვინდა და უნდა დარჩეს რეკომენდაციაში, კანონი შევა ძალაში, თუ არ გვინდა და გავიზიაროთ ვენეციის კომისიის დასკვნა, მაშინ არ შევა (კანონი ძალაში - რედ.). პრობლემა არ არის არც ერთი, არც მეორე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის უკრაინულ ვერსიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„სამწუხაროდ, ამერიკის ელჩის მხრიდანაც იყო არასწორი ინფორმაციის გახმოვანების ფაქტი და მან თქვა, რომ უკრაინას კანონი გამოწვეული აქვს. ახლა აღმოჩნდა, რომ არ აქვს გამოწვეული და უკრაინამაც მიიღო ანალოგიური დასკვნა და გარკვეული დაბნეულობაა ამ მიმართულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
კელი დეგნანმა 2022 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ გაიწვია თავისი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიიდან და ამიტომ საკონსტიტუციო სამართლის შესახებ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს დასკვნები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა კომისიაში კანონის ქართული ანალოგის გაგზავნაზე. სინამდვილეში კი 2023 წლის 13 ივნისს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა უკრაინულ კანონზე, რითაც უარყო ელჩის განცხადება.
ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ"
2022 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მაინც გადაწყვიტა ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა მას შემდეგ, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩიეს კომისიას შეემოწმებინა ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომელიც ორი მოსმენით იყო მიღებული.
მანამდე მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ დაელოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკრაინულ კანონზე, რომლის ასლიც არის მათ მიერ მიღებული ვერსია.
ვენეციის კომისიამ თავდაპირველი ვერსიის შესწავლის შემდეგ განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის რისკების შესახებ, რაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის დაწყებას გულისხმობდა. ამიტომ კანონი გადამუშავდა. განახლებული ვარიანტი ვენეციის კომისიას 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში გაეგზავნა.
ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაში ნათქვამია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ გადამუშავებული კანონპროექტი, როგორც ჩანს, აკმაყოფილებს 2023 წლის მარტის წინასწარი დასკვნის რეკომენდაციების უმეტესობას, მაგრამ კანონპროექტის გასაუმჯობესებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა არანაირად არ აღმოფხვრა მთავარი ნაკლი – პერსონალური მიდგომა.
ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს „სისტემური მიდგომა“ – შეიმუშავოს მაკორექტირებელი, დამატებითი ან დამხმარე კანონმდებლობა, ან ისეთი ზომები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს კონკურენციის სფეროში ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას, მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მედიაში პლურალიზმისა და მედიის მფლობელობაში გამჭვირვალობის გაძლიერებას და ა.შ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
ევროკომისიის იმ პირობების ჩამონათვალში, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დეოლიგარქიზაციის პუნქტი ასე გამოიყურება: განხორციელდეს დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.