მასმედია: თურქეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
მამაკაცი კეფის არეში ნაჯახის დარტყმით მოკლეს, იტყობინება ადგილობრივი მედია.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თურქეთის პოლიციამ ქალაქ აზიზიეში (ერზრუმის პროვინცია) საქართველოს მოქალაქე მეუღლის, 47 წლის აბდულა ავჯის მკვლელობის საქმეზე დააკავა, იუწყება ადგილობრივი მასმედია.
მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში, საქათმესთან გარდაცვლილი იპოვეს. მედია იტყობინება, რომ ის კეფის არეში ნაჯახის დარტყმით მოკლეს. გარდაცვლილი ორი შვილის მამა იყო.
გარდაცვლილის მეუღლის გარდა, პოლიციამ მისი მეგობარიც დააკავა, რომელიც მკვლელობის დროს მსხვერპლის სახლში იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0