საბედისწერო ავტოავარია ბათუმში - ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მეორე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, ავარია წუხელ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც კრიტიკულს.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, მანქანა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0