https://sputnik-georgia.com/20230613/skandaluri-cvlilebebi-erovnuli-bankis-sesaxeb-parlamentma-prezidentis-veto-dazlia-278539018.html
სკანდალური ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
სკანდალური ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
Sputnik საქართველო
თუ პრეზიდენტი უარს იტყვის ცვლილებების ხელმოწერაზე, მათ ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T20:58+0400
2023-06-13T20:58+0400
2023-06-13T23:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322258_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_abfad08c2530f59d959a5bf0b0032625.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო ცვლილებები კანონში „ეროვნული ბანკის შესახებ“, რომლებიც ეროვნული ბანკის საბჭოში სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.„ქართული ოცნება“: პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია, კანონში შესატან ცვლილებებს მივიღებთ >>ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოიწურა. იმ დროიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც იქ პირველად ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მოხვდა.ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და საბჭოს ერთი წევრი, დღეს ცვლილებების მიღების შემდეგ შვიდკაციან საბჭოს ეყოლება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი.ვეტოს დაძლევას მწვავე დებატები მოჰყვა. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც საბჭოში ძალთა ბალანსის დარღვევის გამო ვეტოს უფლება გამოიყენა.ეროვნული ბანკიც და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საუბრობდნენ ძალთა ბალანსის დარღვევის საფრთხის შესახებ, მათ აღნიშნეს, რომ ამგვარი დარღვევა შეიძლება უარყოფითად აისახოს ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე და მის დამოუკიდებლობაზე.თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების მიღებით სწრაფად გადაწყდება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის საკითხი, რადგან საბჭოს არ დასჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ვიცე-პრეზიდენტს დაეკისროს უფლებამოსილების შესრულება.ცვლილებები ძალაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა. მაგრამ თუ პრეზიდენტი უარს იტყვის ცვლილებების ხელმოწერაზე, მათ ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.სკანდალი ვეტოს ირგვლივმმართველმა პარტიამ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან სამ თვეში განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევას აპირებდა, რადგან პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია და უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოში კანდიდატებს მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბერში წარადგენს.დეკემბერში არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგლეტარის უფლებამოსილება იწურება და თუ არ დაამტკიცებენ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებს, მისი შემადგენლობა შემცირდება კრიტიკულ ხუთ ადამიანამდე. ესაა წევრთა მინიმალური რაოდენობა, რომლის დროსაც საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება მაინც აქვს.ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322258_439:318:2745:2048_1920x0_80_0_0_548476c2d41761088470d581a15c06bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
სკანდალური ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
20:58 13.06.2023 (განახლებულია: 23:04 13.06.2023) თუ პრეზიდენტი უარს იტყვის ცვლილებების ხელმოწერაზე, მათ ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო ცვლილებები კანონში „ეროვნული ბანკის შესახებ“, რომლებიც ეროვნული ბანკის საბჭოში სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოიწურა. იმ დროიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც იქ პირველად ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მოხვდა.
ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და საბჭოს ერთი წევრი, დღეს ცვლილებების მიღების შემდეგ შვიდკაციან საბჭოს ეყოლება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი.
ვეტოს დაძლევას მწვავე დებატები მოჰყვა. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც საბჭოში ძალთა ბალანსის დარღვევის გამო ვეტოს უფლება გამოიყენა.
ეროვნული ბანკიც და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საუბრობდნენ ძალთა ბალანსის დარღვევის საფრთხის შესახებ, მათ აღნიშნეს, რომ ამგვარი დარღვევა შეიძლება უარყოფითად აისახოს ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე და მის დამოუკიდებლობაზე.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების მიღებით სწრაფად გადაწყდება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის საკითხი, რადგან საბჭოს არ დასჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ვიცე-პრეზიდენტს დაეკისროს უფლებამოსილების შესრულება.
ცვლილებები ძალაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა. მაგრამ თუ პრეზიდენტი უარს იტყვის ცვლილებების ხელმოწერაზე, მათ ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან სამ თვეში განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევას აპირებდა, რადგან პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია და უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოში კანდიდატებს მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბერში წარადგენს.
დეკემბერში არჩილ მესტვირიშვილისა და რობერტ სინგლეტარის უფლებამოსილება იწურება და თუ არ დაამტკიცებენ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებს, მისი შემადგენლობა შემცირდება კრიტიკულ ხუთ ადამიანამდე. ესაა წევრთა მინიმალური რაოდენობა, რომლის დროსაც საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება მაინც აქვს.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.