https://sputnik-georgia.com/20230613/kobaxize-ra-sansebi-aqvs-saqartvelos-evrokavsiris-kandidatis-statusis-mosapoveblad-278542240.html
კობახიძე: რა შანსები აქვს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
კობახიძე: რა შანსები აქვს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
Sputnik საქართველო
ეს რომ იყოს ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, საქართველოს შანსები 100%-იანი იქნებოდა, განაცხადა კობახიძემ. 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T23:30+0400
2023-06-13T23:30+0400
2023-06-14T00:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_99b0e752b0745bb5c5670249c3ec86d6.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შანსი არის 50/50-ზე, რადგან გადაწყვეტილება ამ საკითხზე პოლიტიკური იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.ჩვენთვის მთავარია, რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს „გლობალური ომის პარტია“, აღნიშნა კობახიძემ.„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ არსებობენ ავტორიტეტული პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობენ. მათ მმართველ პარტიაში „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებენ, ხოლო ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს „ლოკალური ომის პარტიას“ უწოდებენ.„გლობალური ომის პარტიას შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით, წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა მან.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_5d526e53cdc541cc5572c67e77455409.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
კობახიძე: რა შანსები აქვს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
23:30 13.06.2023 (განახლებულია: 00:53 14.06.2023) ეს რომ იყოს ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, საქართველოს შანსები 100%-იანი იქნებოდა, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შანსი არის 50/50-ზე, რადგან გადაწყვეტილება ამ საკითხზე პოლიტიკური იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.
„ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და სწორედ ამისათვის იმართება შეხვედრები როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში ჩვენს პარტნიორებთან. შანსები (კანდიდატის სტატუსის მიღების - რედ.) არის 50/50-ზე, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ იყოს ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ჩვენი შანსები 100%-იანი იქნებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.
ჩვენთვის მთავარია, რომ საქმეში კიდევ ერთხელ არ ჩაერთოს „გლობალური ომის პარტია“, აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ არსებობენ ავტორიტეტული პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობენ. მათ მმართველ პარტიაში „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებენ, ხოლო ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს „ლოკალური ომის პარტიას“ უწოდებენ.
„გლობალური ომის პარტიას შეუძლია 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება, რაც მოხდა დაახლოებით, წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედია, ამ შემთხვევაში „გლობალური ომის პარტია“ საქმეში არ ჩაერთვება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა მან.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
„ხელისუფლება და მათ შორის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე ოპოზიცია ახორციელებს საბოტაჟს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ მონაწილეობს რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო პროექტების განხილვაში და ხელისუფლების მუშაობას ფიქციას უწოდებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია, რომ მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით.