https://sputnik-georgia.com/20230613/axal-mozraobas-lgbt-propagandis-akrzalvis-temaze-saqartvelosi-plebiscitis-catareba-surs-278501494.html
ახალ მოძრაობას საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე პლებისციტის ჩატარება სურს
ახალ მოძრაობას საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე პლებისციტის ჩატარება სურს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, ზეწოლა, რომ ბავშვებს ფსიქიკა დაურღვიონ, განაცხადა შაქარიშვილმა. 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T09:44+0400
2023-06-13T09:44+0400
2023-06-13T16:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/75/237367577_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_f7d09d864320b4b752189dfa25eacc8a.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გეგმავს ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა საქართველოში არასრულწლოვანთა შორის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს.რუსთაველის თეატრში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი კრება ჩატარდა. დამფუძნებლების თქმით, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გარკვეული ღირებულებების გარშემო გაერთიანდება. მათი თქმით, შეიქმნება მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს ადეკვატურად გაუმკლავდება.მისი თქმით, მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, ზეწოლა, რომ ბავშვებს ფსიქიკა დაურღვიონ, და ამის პარალელურად მიმდინარეობს ყველა იმ საყრდენის მონგრევა, რაც რეალურად ბავშვს იცავს ამ დამღუპველი იდეოლოგიისგან.„ეს არის რწმენა, ძლიერი ოჯახი, ქრისტიანული მორალი. ეს ყველაფერი ხდება კომპლექსურად, რათა ჩვენზე თუ ვერა, ჩვენს მომავალ თაობებზე და ჩვენს შვილებზე მაინც იქონიონ ნეგატიური გავლენა“, – განაცხადა მან.შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ McDonald's-თან დაკავშირებული შემთხვევაც ამ ყველაფრის დასტურია.ქართული „მაკდონალდსი“ ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდის გამო სკანდალში გაეხვა >>„ალბათ არცკი წარმოგედგინათ, რომ მოგიწევდათ ისეთი ჭეშმარიტების მტკიცება – რომ არის ორი სქესი, დედა დედაა, მამა მამაა და ა.შ. წარმოუდგენლად ჟღერდა ალბათ წლების წინ, მაგრამ დღეს ეს სამწუხარო მოცემულობაა, ეს რეალური საფრთხეა. ის ფაქტიც, „მაკდონალდსის“ შემთხვევა ამის კიდევ ერთი გაგრძელება და დასტურია“, – განაცხადა მან.შაქარიშვილის თქმით, პლებისციტით ასევე იქნება დასმული საკითხი, რომ სამართლებრივად დარეგულირდეს ცილისწამების და შეურაცხყოფის პრობლემა.„ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის იდეას >>„მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში „ჰეფი მილის“ საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც აღწერილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრება, მათ შორის გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/75/237367577_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_ec097621c0bc37139a7bca30a2e6c4f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
ახალ მოძრაობას საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე პლებისციტის ჩატარება სურს
09:44 13.06.2023 (განახლებულია: 16:01 13.06.2023) ქვეყანაში მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, ზეწოლა, რომ ბავშვებს ფსიქიკა დაურღვიონ, განაცხადა შაქარიშვილმა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გეგმავს ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა საქართველოში არასრულწლოვანთა შორის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს.
რუსთაველის თეატრში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი კრება ჩატარდა. დამფუძნებლების თქმით, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გარკვეული ღირებულებების გარშემო გაერთიანდება. მათი თქმით, შეიქმნება მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს ადეკვატურად გაუმკლავდება.
„ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს, შევაგროვებთ ასეულობით ათას ხელმოწერას და საბოლოო ჯამში დავაყენებთ საკითხს, რომ ჩატარდეს ქვეყანაში პლებისციტი არასრულწლოვნებში, საჯარო სივრცეში, მედიაში ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა, ახალი მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, ზეწოლა, რომ ბავშვებს ფსიქიკა დაურღვიონ, და ამის პარალელურად მიმდინარეობს ყველა იმ საყრდენის მონგრევა, რაც რეალურად ბავშვს იცავს ამ დამღუპველი იდეოლოგიისგან.
„ეს არის რწმენა, ძლიერი ოჯახი, ქრისტიანული მორალი. ეს ყველაფერი ხდება კომპლექსურად, რათა ჩვენზე თუ ვერა, ჩვენს მომავალ თაობებზე და ჩვენს შვილებზე მაინც იქონიონ ნეგატიური გავლენა“, – განაცხადა მან.
შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ McDonald's-თან დაკავშირებული შემთხვევაც ამ ყველაფრის დასტურია.
„ალბათ არცკი წარმოგედგინათ, რომ მოგიწევდათ ისეთი ჭეშმარიტების მტკიცება – რომ არის ორი სქესი, დედა დედაა, მამა მამაა და ა.შ. წარმოუდგენლად ჟღერდა ალბათ წლების წინ, მაგრამ დღეს ეს სამწუხარო მოცემულობაა, ეს რეალური საფრთხეა. ის ფაქტიც, „მაკდონალდსის“ შემთხვევა ამის კიდევ ერთი გაგრძელება და დასტურია“, – განაცხადა მან.
შაქარიშვილის თქმით, პლებისციტით ასევე იქნება დასმული საკითხი, რომ სამართლებრივად დარეგულირდეს ცილისწამების და შეურაცხყოფის პრობლემა.
„ეს იქნება ორი კითხვა, რომელიც დაისმება ქართული საზოგადოების წინაშე პლებისციტის ფორმით და რომელსაც ქართული საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ვაანალიზებთ, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელება ცუდ ფორმებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
„მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში „ჰეფი მილის“ საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც აღწერილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრება, მათ შორის გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს“.