„ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის იდეას

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2023
გამოწერა
არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა – სამართლებრივი მექანიზმები, განაცხადა მდინარაძემ
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ განიხილავს არასაპარლამენტო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ პროექტს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდის შემცველი ღონისძიებებისა და მანიფესტაციების აკრძალვის შესახებ, განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირას გააგრძელა „კონსერვატიული მოძრაობის“ პროექტის განხილვის ვადა. პროექტის ავტორები გამოდიან ნებისმიერი ღონისძიებისა თუ შეკრების აკრძალვის ინიციატივით, რომელიც მიმართულია სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისა და დემონსტრირებისკენ. როგორც ავტორები თავად აცხადებენ, კანონპროექტი მიზნად ისახავს ლგბტ-პროპაგანდის თავიდან აცილებას.

„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. რატომ არ განიხილება, ამას თავისი არგუმენტები აქვს. მათ შორის, მთავარი – სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან დასძინა, რომ მსგავსი შეზღუდვების არგანხილვას თავისი პრაგმატული მხარეც აქვს.
„ეს შეიძლება, აწყობდეთ უფრო ლგბტ-პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავიანთ ნარატივს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი სიტყვებით, არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებმაც შეიძლება პრეტენზიები გამოიწვიოს.
„კონსერვატიული მოძრაობა“ არის ლგბტ-ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე.
ყველა ახალი ამბავი
0