https://sputnik-georgia.com/20230613/-mcdonalds----------278543387.html
საპატრიარქო: McDonald's-ის მხრიდან ლგბტ-პროპაგანდა - კარგად გათვლილი მზაკვრობაა
საპატრიარქო: McDonald's-ის მხრიდან ლგბტ-პროპაგანდა - კარგად გათვლილი მზაკვრობაა
Sputnik საქართველო
მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს, განაცხადეს... 13.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-13T23:46+0400
2023-06-13T23:46+0400
2023-06-14T02:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ლგბტ-თემის პრობლემები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_0:112:3000:1800_1920x0_80_0_0_7e5e7fc387efe11cc046c35642bf5a32.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებულია McDonald's-ის ვერაგული საქციელით მოზრდების მიმართ საბავშვო მენიუ Happy Meal-ში არსებულ სასაჩუქრე წიგნში ელტონ ჯონის ერთსქესიანი ოჯახის შესახებ მოთხრობის გამოჩენის გამო.12 ივნისს „მაკდონალდსის" რესტორნების ქსელში „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც აღწერილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრება, მათ შორის გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". ინფორმაცია ამის შესახებ 12 ივნისს გავრცელდა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი საქციელი საზოგადოებაში ტკივილს იწვევს.„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.ქართული „მაკდონალდსი“ ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდის გამო სკანდალში გაეხვა>> საპატრიარქოში ასევე აღნიშნეს, რომ შეუძლებელია, ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას.McDonald's Georgia-ს ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისის დღის ბოლოს სასაჩუქრე ნაკრებებიდან წიგნები ამოიღეს.ახალ მოძრაობას საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე პლებისციტის ჩატარება სურს >>ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში ქართველმა ბიზნესმენმა და „მაკდონალდს საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ 1990-იან წლებში გახსნა. ახლა საქართველოში McDonald's-ის ოცზე მეტი სწრაფი კვების რესტორანია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola-ს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_5821e72e9a83eaadc056b66e923d5aee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ლგბტ-თემის პრობლემები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ლგბტ-თემის პრობლემები
საპატრიარქო: McDonald's-ის მხრიდან ლგბტ-პროპაგანდა - კარგად გათვლილი მზაკვრობაა
23:46 13.06.2023 (განახლებულია: 02:46 14.06.2023) მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს, განაცხადეს საპატრიარქოში
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებულია McDonald's-ის ვერაგული საქციელით მოზრდების მიმართ საბავშვო მენიუ Happy Meal-ში არსებულ სასაჩუქრე წიგნში ელტონ ჯონის ერთსქესიანი ოჯახის შესახებ მოთხრობის გამოჩენის გამო.
12 ივნისს „მაკდონალდსის" რესტორნების ქსელში „ჰეფი მილის" საბავშვო მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი, რომელშიც აღწერილია მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრება, მათ შორის გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ავტორი მკითხველს მოუწოდებს, წაკითხვის შემდეგ წიგნი სხვასაც გადასცეს და ამით „სიცოცხლე აჩუქოს მკითხველს". ინფორმაცია ამის შესახებ 12 ივნისს გავრცელდა.
„რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი „მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი საქციელი საზოგადოებაში ტკივილს იწვევს.
„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოში ასევე აღნიშნეს, რომ შეუძლებელია, ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას.
McDonald's Georgia-ს ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისის დღის ბოლოს სასაჩუქრე ნაკრებებიდან წიგნები ამოიღეს.
ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში ქართველმა ბიზნესმენმა და „მაკდონალდს საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ 1990-იან წლებში გახსნა. ახლა საქართველოში McDonald's-ის ოცზე მეტი სწრაფი კვების რესტორანია. გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს Coca-Cola-ს