ძალიან დადებითი ტენდენციები - ღარიბაშვილი ინვესტიციებზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
საქართველოში წლის პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაფიქსირდა, რაც ძალიან დადებითია, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,7%-ით შემცირდა და 496,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობას... პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდსა და აშშ-ს.
რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 61,1%-ით მეტია.
წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 53,3%-ით გაიზარდა.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა - ახალი სტატისტიკა>>
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე ენერგეტიკა.
ინვესტიციები ასევე განხორციელდა სამშენებლო სფეროში, ხელოვნებაში, დასვენებასა და გართობაში, ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობაში, პროფესიულ და სამედიცინო საქმიანობაში, ასევე სასტუმროებსა და რესტორნებში.
ყველა ახალი ამბავი
0