https://sputnik-georgia.com/20230612/welt-germaniasi-yoveli-mesame-mamakaci-qalze-zaladobas-misarebad-miicnevs-278473729.html
Welt: გერმანიაში ყოველი მესამე მამაკაცი ქალზე ძალადობას მისაღებად მიიჩნევს
Welt: გერმანიაში ყოველი მესამე მამაკაცი ქალზე ძალადობას მისაღებად მიიჩნევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გერმანიაში ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ „შემაშინებელი“ შედეგები გამოავლინა, ვინაიდან გაირკვა, რომ მათი... 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T09:33+0400
2023-06-12T09:33+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
ახალი ამბები
საზოგადოება
ქალი და მამაკაცი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c5ade84f3eb1f2e645af9de61061a6f4.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გერმანიაში ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ „შემაშინებელი“ შედეგები გამოავლინა, ვინაიდან გაირკვა, რომ მათი მესამედი ქალის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას მისაღებად მიიჩნევს, წერს გამოცემა Welt.საერთო ეროვნული რეპრეზენტაციული კვლევა Plan International Germany-მ ჩაატარა 18-დან 35 წლამდე მამაკაცებს შორის. აღმოჩნდა, რომ:გარდა ამისა, რესპონდენტების 48%-მა ძლიერი ზიზღი გამოავლინა ჰომოსექსუალიზმის საჯაროდ დემონსტრირების მიმართ. 48 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მათ „აწუხებთ“.კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრადიციული „დიასახლისის“ იმიჯი მტკიცედ არის გამჯდარი ბევრი მამაკაცის გონებაში: გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ მამაკაცის როლი — საკმარისი ფულის გამომუშავებაა, რათა ქალმა თავს მოუაროს და საოჯახო საქმეებს მიხედოს.ამასთან გაირკვა, რომ ყოველ მეორე გერმანელ ახალგაზრდას არ სურს ქალთან ურთიერთობა, თუ მას უკვე ჰყავდა ბევრი სექსუალური პარტნიორი.კვლევა მიმდინარე წლის 9-21 მარტს ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, რა დროსაც 18-დან 35 წლამდე ასაკის 1000 მამაკაცი და 1000 ქალი გამოიკითხა.წყარო: Welt
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_7d9267fd69d69f21a368b404764bc4d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , ახალი ამბები, საზოგადოება, ქალი და მამაკაცი, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , ახალი ამბები, საზოგადოება, ქალი და მამაკაცი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გერმანიაში ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ „შემაშინებელი“ შედეგები გამოავლინა, ვინაიდან გაირკვა, რომ მათი მესამედი ქალის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას მისაღებად მიიჩნევს, წერს გამოცემა Welt.
საერთო ეროვნული რეპრეზენტაციული კვლევა Plan International Germany-მ ჩაატარა 18-დან 35 წლამდე მამაკაცებს შორის. აღმოჩნდა, რომ:
გამოკითხულთა 33% მისაღებად მიიჩნევს, თუ პარტნიორ ქალთან კამათისას ზოგჯერ „ხელი წაუცდება“;
34%-ს უკვე მიუმართავს კიდეც ძალადობისთვის, რათა „პატივისცემა ესწავლებინა“ ქალისთვის.
გარდა ამისა, რესპონდენტების 48%-მა ძლიერი ზიზღი გამოავლინა ჰომოსექსუალიზმის საჯაროდ დემონსტრირების მიმართ. 48 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მათ „აწუხებთ“.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრადიციული „დიასახლისის“ იმიჯი მტკიცედ არის გამჯდარი ბევრი მამაკაცის გონებაში: გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ მამაკაცის როლი — საკმარისი ფულის გამომუშავებაა, რათა ქალმა თავს მოუაროს და საოჯახო საქმეებს მიხედოს.
ამასთან გაირკვა, რომ ყოველ მეორე გერმანელ ახალგაზრდას არ სურს ქალთან ურთიერთობა, თუ მას უკვე ჰყავდა ბევრი სექსუალური პარტნიორი.
კვლევა მიმდინარე წლის 9-21 მარტს ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, რა დროსაც 18-დან 35 წლამდე ასაკის 1000 მამაკაცი და 1000 ქალი გამოიკითხა.