https://sputnik-georgia.com/20230612/surogacia-mxolod-saqartvelos-moqalaqeebistvis-iqneba-dasvebuli-278488520.html
უცხოელები საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ
უცხოელები საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ
Sputnik საქართველო
სუროგაციის საკითხი უნდა დარეგულირდეს, მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი. 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T15:36+0400
2023-06-12T15:36+0400
2023-06-21T13:40+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23218/91/232189183_0:109:2187:1339_1920x0_80_0_0_821fc06d988bd713644e08908727c1e1.jpg
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა სუროგაციის მეთოდზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს – ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, საზღვარგარეთიდან მოდის რეკლამა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს სუროგატულ დედობას სთავაზობენ და, ამასთან, არაფერია ცნობილი ამ ბავშვების მომავლის შესახებ.„ამას სჭირდება რეგულირება“, – განაცხადა პრემიერმა.მისი თქმით, არის ქვეყნები, სადაც სუროგაცია საერთოდ აკრძალულია – იტალია, ლიეტუვა, გერმანია, და არის ქვეყნები, სადაც სუროგაცია ნაწილობრივ არის აკრძალული – ბელგია, კანადა, დანია, ახალი ზელანდია, ავსტრალია.ღარიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში.„იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას", – დასძინა პრემიერმა.საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების ზუსტი სტატისტიკა უცნობია, არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა 3 ათასს აღემატება.არსებული ინფორმაციით, ბავშვის გაჩენა სუროგატი დედის მეშვეობით (კვლევებისა და მშობიარობის ჩათვლით) მთლიანად 25–30 ათასი დოლარი ჯდება. აქედან სუროგატი დედა 15 ათას დოლარს იღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23218/91/232189183_130:0:2059:1447_1920x0_80_0_0_4c286022e265ba52d621c5f7c0c178db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს მთავრობა
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს მთავრობა
უცხოელები საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ
15:36 12.06.2023 (განახლებულია: 13:40 21.06.2023) სუროგაციის საკითხი უნდა დარეგულირდეს, მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა სუროგაციის მეთოდზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს – ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საზღვარგარეთიდან მოდის რეკლამა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს სუროგატულ დედობას სთავაზობენ და, ამასთან, არაფერია ცნობილი ამ ბავშვების მომავლის შესახებ.
„ამას სჭირდება რეგულირება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, არის ქვეყნები, სადაც სუროგაცია საერთოდ აკრძალულია – იტალია, ლიეტუვა, გერმანია, და არის ქვეყნები, სადაც სუროგაცია ნაწილობრივ არის აკრძალული – ბელგია, კანადა, დანია, ახალი ზელანდია, ავსტრალია.
ღარიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში.
„იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას", – დასძინა პრემიერმა.
საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების ზუსტი სტატისტიკა უცნობია, არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა 3 ათასს აღემატება.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის გაჩენა სუროგატი დედის მეშვეობით (კვლევებისა და მშობიარობის ჩათვლით) მთლიანად 25–30 ათასი დოლარი ჯდება. აქედან სუროგატი დედა 15 ათას დოლარს იღებს.