საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება, ნათქვამია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრემიერის შეხვედრა შარლ მიშელთან 14 ივნისს გაიმართება.
პრემიერი ბრიუსელში სხვა მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ხელოვნების ფესტივალ „ევროპალიასა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0