https://sputnik-georgia.com/20230612/fumio-kisidas-miacnia-rom-ukrainas-cinetis-birtvuli-qolga-icavs-278474119.html
ფუმიო კიშიდა: უკრაინას ჩინეთის „ბირთვული ქოლგა“ იცავს
ფუმიო კიშიდა: უკრაინას ჩინეთის „ბირთვული ქოლგა“ იცავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ჩინეთი, პეკინსა და კიევს შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, უკრაინას მის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისგან... 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T10:20+0400
2023-06-12T10:20+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
იაპონია
უკრაინა
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276058879_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_ac191f47061b4cc21d3974394d95d6a8.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ჩინეთი, პეკინსა და კიევს შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, უკრაინას მის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისგან იცავს, განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტის ქვედა პალატის კომიტეტში დებატებისას.უკრაინასა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას ხელი 2013 წლის დეკემბერში მოაწერეს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პეკინი, მთავრობის 1994 წლის 4 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, იღებს ვალდებულებას, არანაირ შემთხვევაში არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი და არ დაემუქროს მისი გამოყენებით უკრაინას. გარდა ამისა, ამ დოკუმენტით ჩინეთი ასევე ადასტურებს, რომ უკრაინას უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებით უზრუნველყოფს, თუ ის „ბირთვული აგრესიის, ან ამგვარი აგრესიის მუქარის მსხვერპლი გახდება“.
ჩინეთი
იაპონია
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/17/276058879_159:0:2890:2048_1920x0_80_0_0_90455f7819e17f80405fe5aeb67d5ff1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, იაპონია , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, იაპონია , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ჩინეთი, პეკინსა და კიევს შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, უკრაინას მის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისგან იცავს, განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტის ქვედა პალატის კომიტეტში დებატებისას.
„კითხვაზე, დაცულია თუ არა უკრაინა „ბირთვული ქოლგით“, გეტყვით, რომ ჩემთვის ცნობილია ჩინეთსა და უკრაინას შორის [2013 წელს] დადებული შეთანხმებები ეფექტური თანამშრომლობის შესახებ. იმ დროს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი თანახმაა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები უკრაინაში შეჭრის, ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შეჭრის საფრთხის შემთხვევაში“, — განაცხადა იაპონიის პრემიერმა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად.
უკრაინასა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციას ხელი 2013 წლის დეკემბერში მოაწერეს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პეკინი, მთავრობის 1994 წლის 4 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, იღებს ვალდებულებას, არანაირ შემთხვევაში არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი და არ დაემუქროს მისი გამოყენებით უკრაინას. გარდა ამისა, ამ დოკუმენტით ჩინეთი ასევე ადასტურებს, რომ უკრაინას უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებით უზრუნველყოფს, თუ ის „ბირთვული აგრესიის, ან ამგვარი აგრესიის მუქარის მსხვერპლი გახდება“.