https://sputnik-georgia.com/20230612/fon-der-laienma-sesazloa-kievis-zewolit0daublokos-daxmarebis-gamoyofa-polonel-fermerebs-278479190.html
კიევის ზეწოლა: ევროკომისიის პრეზიდენტმა შესაძლოა პოლონელ ფერმერებს დახმარება დაუბლოკოს
კიევის ზეწოლა: ევროკომისიის პრეზიდენტმა შესაძლოა პოლონელ ფერმერებს დახმარება დაუბლოკოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება პოლონელი ფერმერებისთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იუწყება პოლონური... 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T13:07+0400
2023-06-12T13:07+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
პოლონეთი
უკრაინა
ევროკომისია
ევროკავშირი
ურსულა ფონ დერ ლაიენი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264833671_0:0:3082:1734_1920x0_80_0_0_34e6ff1511d2fb2b70cffd7cd7480925.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება პოლონელი ფერმერებისთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იუწყება პოლონური RMF FM.გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად ადრინდელი განცხადებებისა, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, დაუჭერენ თუ არა მხარს ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის მეზობელ ხუთ ქვეყანას — პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს შორის 100 მილიონი ევროს განაწილებას, რომელიც მათ უკრაინიდან გადაჭარბებული იმპორტის საკომპენსაციოდ უნდა გადაეცეთ.მოლოდინების თანახმად, ევროკავშირს გადაწყვეტილება ორშაბათს უნდა მიეღო, ვინაიდან სოფლის მეურნეობის საკითხთა ევროკომისარმა იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ შეძლო, თავიდან დაერწმუნებინა ამის აუცილებლობაში ის 13 ქვეყანა, რომლებიც მანამდე აპროტესტებდნენ ევროკავშირის დახმარების იდეას მხოლოდ უკრაინის მეზობელი ხუთი ქვეყნისთვის.თუმცა, RMF FM-ის არაოფიციალური მონაცემებით, საკითხს კვლავ გადადება ემუქრება. ამჯერად მას თითქოს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბლოკავს, რომელსაც მიაჩნია, რომ პოლონეთი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტრანზიტს ხელს უშლის.გავრცელებული სავარაუდო ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელზე კიევი ახორციელებს ზეწოლას, რომლის განცხადებითაც „პოლონეთი საზღვარს ბლოკავს“.ბრიუსელი 5 ივნისს დაეთანხმა, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაეხანგრძლივებინა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის იმპორტს კრძალავს აღნიშნულ ხუთ ქვეყანაში. თუმცა ტრანზიტი დაიშვება. ამასთან ევროკომისიამ გააფრთხილა ქვეყნები, რომ თუ ისინი ტრანზიტს შეაფარხებენ, ევროკომისია შეზღუდვების გახანგრძლივებაზე თანხმობას გააუქმებს.RMF FM-ის ცნობით, ტრანზიტის შეფერხების შესახებ ინფორმაცია ბრიუსელში უკვე რამდენიმე კვირაა შედის. გარდა ამისა, უცნობია, უარს იტყვის თუ არა უნგრეთი თავის ცალმხრივ შეზღუდვებზე. გამორიცხული არ არის, რომ ოთხშაბათს ჩატარდეს კენჭისყრა სხვა ქვეყნებისთვის 330 მილიონი ევროს განაწილების თაობაზე, რაც აიძულებს მათ, მხარი დაუჭირონ ხუთი ქვეყნისთვის 100 მილიონის გამოყოფას.საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტზეა დამოკიდებული.წყარო: RMF FM
პოლონეთი
უკრაინა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264833671_1332:38:3082:1351_1920x0_80_0_0_05448d83330778dc0b73aae10ca53b98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლონეთი , უკრაინა , ევროკომისია, ევროკავშირი , ურსულა ფონ დერ ლაიენი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლონეთი , უკრაინა , ევროკომისია, ევროკავშირი , ურსულა ფონ დერ ლაიენი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება პოლონელი ფერმერებისთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იუწყება პოლონური
RMF FM. გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად ადრინდელი განცხადებებისა, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, დაუჭერენ თუ არა მხარს ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის მეზობელ ხუთ ქვეყანას — პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს შორის 100 მილიონი ევროს განაწილებას, რომელიც მათ უკრაინიდან გადაჭარბებული იმპორტის საკომპენსაციოდ უნდა გადაეცეთ.
მოლოდინების თანახმად, ევროკავშირს გადაწყვეტილება ორშაბათს უნდა მიეღო, ვინაიდან სოფლის მეურნეობის საკითხთა ევროკომისარმა იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ შეძლო, თავიდან დაერწმუნებინა ამის აუცილებლობაში ის 13 ქვეყანა, რომლებიც მანამდე აპროტესტებდნენ ევროკავშირის დახმარების იდეას მხოლოდ უკრაინის მეზობელი ხუთი ქვეყნისთვის.
თუმცა, RMF FM-ის არაოფიციალური მონაცემებით, საკითხს კვლავ გადადება ემუქრება. ამჯერად მას თითქოს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბლოკავს, რომელსაც მიაჩნია, რომ პოლონეთი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტრანზიტს ხელს უშლის.
გავრცელებული სავარაუდო ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელზე კიევი ახორციელებს ზეწოლას, რომლის განცხადებითაც „პოლონეთი საზღვარს ბლოკავს“.
„არის სატელეფონო ზარები კიევიდან უმაღლეს დონეზე და პრეტენზიები პოლონეთიდან ტრანზიტის შეფერხებასთან დაკავშირებით", — განუცხადა RMF FM-ის კორესპონდენტს ევროკომისიაში წყარომ.
ბრიუსელი 5 ივნისს დაეთანხმა, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაეხანგრძლივებინა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის იმპორტს კრძალავს აღნიშნულ ხუთ ქვეყანაში. თუმცა ტრანზიტი დაიშვება. ამასთან ევროკომისიამ გააფრთხილა ქვეყნები, რომ თუ ისინი ტრანზიტს შეაფარხებენ, ევროკომისია შეზღუდვების გახანგრძლივებაზე თანხმობას გააუქმებს.
RMF FM-ის ცნობით, ტრანზიტის შეფერხების შესახებ ინფორმაცია ბრიუსელში უკვე რამდენიმე კვირაა შედის. გარდა ამისა, უცნობია, უარს იტყვის თუ არა უნგრეთი თავის ცალმხრივ შეზღუდვებზე. გამორიცხული არ არის, რომ ოთხშაბათს ჩატარდეს კენჭისყრა სხვა ქვეყნებისთვის 330 მილიონი ევროს განაწილების თაობაზე, რაც აიძულებს მათ, მხარი დაუჭირონ ხუთი ქვეყნისთვის 100 მილიონის გამოყოფას.
საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტზეა დამოკიდებული.