https://sputnik-georgia.com/20230612/--------278493766.html
საქართველოში ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება
საქართველოში ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება
Sputnik საქართველო
სიძვირის გამო საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით ძირითადად უცხოელები სარგებლობდნენ. 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T19:21+0400
2023-06-12T19:21+0400
2023-06-12T22:22+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/11/238011175_0:120:3215:1928_1920x0_80_0_0_981e88e5af10066ec827bcc65e53f06e.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთან დაკავშირებითაც განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გააკეთა, პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება.საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს, აღნიშნა მან.მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება დადებითად აისახოს საქართველოს დემოგრაფიაზე.„იმის გამო, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, დამკვეთები, ძირითადად, უცხოელები არიან და არა საქართველოს მოქალაქეები", – განაცხადა აზარაშვილმა.გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.„კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ ქვეყანაში აიკრძალება ყველა ამ ტიპის რეკლამა. თქვენ ალბათ შეგხვედრიათ რეკლამა ქუჩებსა და მეტროში, სოციალური ქსელებში. არსებობს სუროგაციის, „ინ ვიტრო“ განაყოფიერების კუთხით სხვადასხვა წინადადებები. ეს სამწუხარო პრაქტიკა დარეგულირდება კანონით“, – განაცხადა აზარაშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონმდებლობა ასევე დაარეგულირებს ალტრუიზმის პრინციპს, როდესაც სუროგაცია უანგაროდ იქნება შეთანხმებული.„საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და შეიძლება მიიღოს მხოლოდ ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებულ უხერხულობას ახლავს თან – ან სამედიცინო გამოკვლევებთან, ან მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოში იყო სუროგაციის დაახლოებით ათასი შემთხვევა, ახლა კი 2 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/11/238011175_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_18c7e080bb82d0980c30a1ad2590e8c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება
19:21 12.06.2023 (განახლებულია: 22:22 12.06.2023) სიძვირის გამო საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით ძირითადად უცხოელები სარგებლობდნენ.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთან დაკავშირებითაც განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გააკეთა, პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება.
„ინ ვიტრო“ განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება. ვფიქრობთ, შემოდგომაზე დამტკიცდება და 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს, აღნიშნა მან.
„ეს ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე შეიძლება ყოფილიყო ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო. ასევე, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით", – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება დადებითად აისახოს საქართველოს დემოგრაფიაზე.
„იმის გამო, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, დამკვეთები, ძირითადად, უცხოელები არიან და არა საქართველოს მოქალაქეები", – განაცხადა აზარაშვილმა.
გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
„კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ ქვეყანაში აიკრძალება ყველა ამ ტიპის რეკლამა. თქვენ ალბათ შეგხვედრიათ რეკლამა ქუჩებსა და მეტროში, სოციალური ქსელებში. არსებობს სუროგაციის, „ინ ვიტრო“ განაყოფიერების კუთხით სხვადასხვა წინადადებები. ეს სამწუხარო პრაქტიკა დარეგულირდება კანონით“, – განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონმდებლობა ასევე დაარეგულირებს ალტრუიზმის პრინციპს, როდესაც სუროგაცია უანგაროდ იქნება შეთანხმებული.
„საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და შეიძლება მიიღოს მხოლოდ ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებულ უხერხულობას ახლავს თან – ან სამედიცინო გამოკვლევებთან, ან მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოში იყო სუროგაციის დაახლოებით ათასი შემთხვევა, ახლა კი 2 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.