https://sputnik-georgia.com/20230612/--------278483871.html
საკამათო კანონპროექტი: პარლამენტის კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
საკამათო კანონპროექტი: პარლამენტის კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა. 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T15:15+0400
2023-06-12T15:15+0400
2023-06-12T20:05+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_552b910263d3b5a5593676777490b754.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" გასულ კვირაში განაცხადა, რომ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც მან დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს საბჭოს წევრების რაოდენობის დროებით გაზრდას, რადგან პრეზიდენტმა უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. დღეისათვის საბჭოში 9-ის ნაცვლად 7 წევრია.კომიტეტის სხდომაზე მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა, რომელმაც დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოეწურა და დღემდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება.„მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება“: „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტის შესახებ>>>განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკში არის ერთი პრეზიდენტის და სამი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რაზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საბჭოს კიდევ ერთი წევრის დამტკიცება ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევას.ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს მხოლოდ საბჭოს წევრი, რომელსაც თავად საბჭოს წევრები აირჩევენ და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს.აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მიღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ეწინააღმდეგება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებით, ცვლილებებმა შესაძლოა შეაფერხოს სავალუტო ფონდის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესი საქართველოში და გამოიწვიოს ეკონომიკური გაურკვევლობის ზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0b31308622710ab3b6b36cadd68c5e44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საკამათო კანონპროექტი: პარლამენტის კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
15:15 12.06.2023 (განახლებულია: 20:05 12.06.2023) პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" გასულ კვირაში განაცხადა, რომ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც მან დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს საბჭოს წევრების რაოდენობის დროებით გაზრდას, რადგან პრეზიდენტმა უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. დღეისათვის საბჭოში 9-ის ნაცვლად 7 წევრია.
კომიტეტის სხდომაზე მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა, რომელმაც დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოეწურა და დღემდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.
„ამრიგად, გაუგებარია პირველი ვიცე-პრეზიდენტის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნით გიბრუნებთ აღნიშნულ კანონპროექტს და მოგიწოდებთ, არ იყოს დაძლეული აღნიშნული ვეტო“, – განაცხადა მსხილაძემ.
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკში არის ერთი პრეზიდენტის და სამი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რაზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საბჭოს კიდევ ერთი წევრის დამტკიცება ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევას.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს მხოლოდ საბჭოს წევრი, რომელსაც თავად საბჭოს წევრები აირჩევენ და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მიღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ეწინააღმდეგება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებით, ცვლილებებმა შესაძლოა შეაფერხოს სავალუტო ფონდის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესი საქართველოში და გამოიწვიოს ეკონომიკური გაურკვევლობის ზრდა.