https://sputnik-georgia.com/20230611/nino-xaratisvili-tbilissi-mkitxvelebs-sexvdeba-278468099.html
ცნობილი მწერალი ნინო ხარატიშვილი თბილისში მკითხველებს შეხვდება
ცნობილი მწერალი ნინო ხარატიშვილი თბილისში მკითხველებს შეხვდება
Sputnik საქართველო
ხარატიშვილის ახალ რომანში ერთად თავმოყრილია მეგობრობა, სიყვარული, ღალატი და საქართველო თავისუფლების მოპოვების შემდეგ 11.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-11T18:26+0400
2023-06-11T18:26+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24625/46/246254622_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_24fa335934dbff8a3cb8e02a5e6c1db1.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მარჯანიშვილის თეატრში 13 ივნისს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი მკითხველებთან შეხვედრას გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.შეხვედრაზე ხარატიშვილი წარადგენს თავის ახალ რომანს „უკმარი სინათლე“ (The Lack of Light), რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა.ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაია ფანჯიკიძის დისკუსია ნინო ხარატიშვილთან და მისი რომანიდან ფრაგმენტების საჯარო კითხვა მსახიობების ნატო მურვანიძის, ბაია დვალიშვილისა და ანანო მახარაძის მონაწილეობით.ხარატიშვილის ახალი რომანი წარმოაჩენს, დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ როგორ ამოყოფს თავს ქაოსში საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო.ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო.მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს...ნინო ხარატიშვილი მსოფლიოში ცნობილი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია.ხარატიშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „ჟუჟა“, „რადიოსამყარო“, „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“, „მიწა პირველთა“, „ბარბარე“, „მერვე სიცოცხლე“, „კატა და გენერალი“.აღსანიშნავია, რომ ნინო ხარატიშვილი, რომელიც გერმანულად წერს, არაერთი ისეთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია, როგორებიცაა ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლტ ბრეხტის, ფრიდრიხ შილერის მემორიალური პრემიები და სხვა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24625/46/246254622_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_7e3d2049a4c7b8ec27557639a9de02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , კულტურა საქართველოში
ცნობილი მწერალი ნინო ხარატიშვილი თბილისში მკითხველებს შეხვდება
18:26 11.06.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ხარატიშვილის ახალ რომანში ერთად თავმოყრილია მეგობრობა, სიყვარული, ღალატი და საქართველო თავისუფლების მოპოვების შემდეგ
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მარჯანიშვილის თეატრში 13 ივნისს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი მკითხველებთან შეხვედრას გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.
შეხვედრაზე ხარატიშვილი წარადგენს თავის ახალ რომანს „უკმარი სინათლე“ (The Lack of Light), რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაია ფანჯიკიძის დისკუსია ნინო ხარატიშვილთან და მისი რომანიდან ფრაგმენტების საჯარო კითხვა მსახიობების ნატო მურვანიძის, ბაია დვალიშვილისა და ანანო მახარაძის მონაწილეობით.
ხარატიშვილის ახალი რომანი წარმოაჩენს, დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ როგორ ამოყოფს თავს ქაოსში საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო.
ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო.
მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს...
„ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ჰყვება დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორიას; ამბავს რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე“, - წერენ ორგანიზატორები.
ნინო ხარატიშვილი მსოფლიოში ცნობილი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია.
ხარატიშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „ჟუჟა“, „რადიოსამყარო“, „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“, „მიწა პირველთა“, „ბარბარე“, „მერვე სიცოცხლე“, „კატა და გენერალი“.
აღსანიშნავია, რომ ნინო ხარატიშვილი, რომელიც გერმანულად წერს, არაერთი ისეთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია, როგორებიცაა ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლტ ბრეხტის, ფრიდრიხ შილერის მემორიალური პრემიები და სხვა.