https://sputnik-georgia.com/20230610/mamuka-xazaraze-lelos-ganaxlebul-nacmozraobastan-kavsiri-ar-eqneba-278441693.html
მამუკა ხაზარაძე: „ლელოს“ განახლებულ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ ექნება
მამუკა ხაზარაძე: „ლელოს“ განახლებულ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ ექნება
Sputnik საქართველო
„ლელომ“ განაცხადა, წამყვანი როლის შესრულებას გეგმავს პროევროპული ოპოზიციური პარტიების კოალიციაში. 10.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-10T13:20+0400
2023-06-10T13:20+0400
2023-06-10T13:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261733433_51:702:2443:2048_1920x0_80_0_0_4ee726edb9b6d77ebb5670b5f041b37f.jpg
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. პარტია „ლელო“ გამორიცხავს ალიანსის შესაძლებლობას ქვეყანაში უმსხვილეს ოპოზიციურ ძალასთან, განახლებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ჩინოვნიკებზე გააკეთა ფსონი, განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.მიმდინარე წლის თებერვალში „ნაცმოძრაობას“ შეეცვალა თავმჯდომარე - პარტიელებმა აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა „ძველმა გვარდიამ“, მათ შორის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.მისი თქმით, პარტიას აქვს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი საზოგადოების წარმომადგენლებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დიპლომატიის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.ამასწინათ „ლელომ“ განაცხადა, წამყვანი როლის შესრულებას გეგმავს პროევროპული ოპოზიციური პარტიების კოალიციაში.საკუთარ კოალიციას ქმნის ასევე „ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ თავად პარტიაში ერთიანობა არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის რამდენიმე წამყვანი პოლიტიკური ფიგურის გააქტიურების გამო, რომლებიც არ სარგებლობენ საზოგადოების ნდობით, პარტია განხეთქილების პირას აღმოჩნდა. ამ ფიგურებს შორისაა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების" ლიდერები 2004-2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ.„ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივით კმაყოფილია >>მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261733433_421:812:2070:2048_1920x0_80_0_0_31fae862f21de1fd8daa74a1c2582df4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მამუკა ხაზარაძე: „ლელოს“ განახლებულ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ ექნება
„ლელომ“ განაცხადა, წამყვანი როლის შესრულებას გეგმავს პროევროპული ოპოზიციური პარტიების კოალიციაში.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. პარტია „ლელო“ გამორიცხავს ალიანსის შესაძლებლობას ქვეყანაში უმსხვილეს ოპოზიციურ ძალასთან, განახლებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ჩინოვნიკებზე გააკეთა ფსონი, განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
მიმდინარე წლის თებერვალში „ნაცმოძრაობას“ შეეცვალა თავმჯდომარე - პარტიელებმა აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც მხარი დაუჭირა „ძველმა გვარდიამ“, მათ შორის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ბოლო პერიოდში განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ 9-წლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
მისი თქმით, პარტიას აქვს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი საზოგადოების წარმომადგენლებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დიპლომატიის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
ამასწინათ „ლელომ“ განაცხადა, წამყვანი როლის შესრულებას გეგმავს პროევროპული ოპოზიციური პარტიების კოალიციაში.
საკუთარ კოალიციას ქმნის ასევე „ნაცმოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ თავად პარტიაში ერთიანობა არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის რამდენიმე წამყვანი პოლიტიკური ფიგურის გააქტიურების გამო, რომლებიც არ სარგებლობენ საზოგადოების ნდობით, პარტია განხეთქილების პირას აღმოჩნდა. ამ ფიგურებს შორისაა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების" ლიდერები 2004-2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.