ანკარაში ქარხანაში აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Anton Denisovანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2023
გამოწერა
შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ანკარაში, რაკეტების მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.
აფეთქება MKE სარაკეტო და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში შაბათს დილით მოხდა.
„ანკარაში, ელმადაგის რაიონში, MKE სარაკეტო ქარხანაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ჩვენი ხუთი მუშა დაიღუპა. დაწყებულია სასამართლო და ადმინისტრაციული გამოძიება", - აცხადებენ სამინისტროში.
ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი რჩებოდეს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დაზუსტებულია, რომ ქარხანა მუშაობს ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რაკეტებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ყველა ახალი ამბავი
0