პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრა: მოსკოვი ბელარუსში იარაღის განთავსებას ივლისში დაიწყებს

© photo: Sputnik / Gavril Grigorov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის განლაგებას 7-8 ივლისის შემდეგ დაიწყებს, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.

„ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის — 7-8 ივლისს შესაბამისი შეიარაღების მომზადება მთავრდება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებას. ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, ყველაფერი სტაბილურადაა“, — უთხრა პუტინმა ლუკაშენკოს.

რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
როგორც პუტინმა განმარტა, ეს არ არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვინაიდან რუსეთი მეზობელ სახელმწიფოს თავის არსენალს კი არ გადასცემს, არამედ „აკეთებს იმას, რასაც აშშ აკეთებს ათწლეულების განმავლობაში“. ამასთან პუტინმა დააკონკრეტა, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის განცხადებაზე პასუხია, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ საბრძოლო მასალას მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0