https://sputnik-georgia.com/20230608/warmoadginon-argumentebi-rati-bregaze-evroparlamentis-deputatis-kritikas-gamoexmaura-278398526.html
წარმოადგინონ არგუმენტები - რატი ბრეგაძე ევროპარლამენტის დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა
წარმოადგინონ არგუმენტები - რატი ბრეგაძე ევროპარლამენტის დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის... 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T22:23+0400
2023-06-08T22:23+0400
2023-06-08T23:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133405_0:228:1920:1308_1920x0_80_0_0_6bf2ef1a4be3d56f21348a2ee24bebdf.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ვინც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების შესრულების გამო, უნდა მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის მარინა კალიურანდის განცხადების კომენტირებისას.კალიურანდმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განცხადებები საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციიდან 80%-ის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი 12 პირობის შესრულების კუთხით „ჯერ კიდევ არასრული და ნაწილობრივ ზედაპირულია“. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ეს ასევე მოქმედებს იმაზე, რომ „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთი საკვანძო მიმართულებაში ჩამორჩება“.მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.„იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები დადიან ევროპულ დედაქალაქებში და გადიან კოლეგებთან ყველა იმ საკითხს, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.„დაცინვის ღირსია“ – კალაძემ ევროპარლამენტარის კრიტიკას უპასუხა >>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/10/273133405_437:228:1878:1308_1920x0_80_0_0_9759ce36ec882a23ad80cf99f263ff95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
წარმოადგინონ არგუმენტები - რატი ბრეგაძე ევროპარლამენტის დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა
22:23 08.06.2023 (განახლებულია: 23:16 08.06.2023) 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ვინც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების შესრულების გამო, უნდა მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის მარინა კალიურანდის განცხადების კომენტირებისას.
კალიურანდმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განცხადებები საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციიდან 80%-ის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი 12 პირობის შესრულების კუთხით „ჯერ კიდევ არასრული და ნაწილობრივ ზედაპირულია“. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ეს ასევე მოქმედებს იმაზე, რომ „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთი საკვანძო მიმართულებაში ჩამორჩება“.
„ერთი მარტივი პასუხი არის ამ ყველაფერზე – თუ ვინმე გვაკრიტიკებს, მან შესაბამისი არგუმენტები უნდა მოიყვანოს... ეს არის ერთ-ერთი დეპუტატის მოსაზრება, შეიძლება სხვა დეპუტატსაც ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი მიიღებს აუცილებლად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გაგიხარდებათ როგორც თქვენ, ასევე საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრეგაძემ.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები დადიან ევროპულ დედაქალაქებში და გადიან კოლეგებთან ყველა იმ საკითხს, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები ათობით კანონში შევიდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.