https://sputnik-georgia.com/20230608/ucxoplaneturi-xomaldebi-pentagonma-yofili-zveravis-gancxadebaze-komentari-gaaketes-278377885.html
უცხოპლანეტური ხომალდები: პენტაგონმა ყოფილი მზვერავის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა
უცხოპლანეტური ხომალდები: პენტაგონმა ყოფილი მზვერავის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატების განკარგულებაში არ არის არამიწიერი კოსმოსური ხომალდები ან მათი ნამსხვრევები, განუცხადა პენტაგონის... 08.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-08T10:29+0400
2023-06-08T10:29+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23948/30/239483047_0:306:3264:2142_1920x0_80_0_0_bf4708d67937dcf8306f3b8c981216c9.jpg
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატების განკარგულებაში არ არის არამიწიერი კოსმოსური ხომალდები ან მათი ნამსხვრევები, განუცხადა პენტაგონის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სუზან გოფმა „რია ნოვოსტის“.მანამდე NewsNation-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გეოსკოსმოსური დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა და აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანმა დევიდ გრაშმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უცხოპლანეტური კოსმოსური ხომალდები ჰყავს. მისი თქმით, ვაშინგტონმა ისინი საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.როგორც უწყებაში აღნიშნეს, პენტაგონი მოხარული იქნებოდა გასაუბრებოდა ნებისმიერ ამჟამინდელ ან ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც მიაჩნია, რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია გასწიოს ასეთი სამუშაო კონგრესის მოთხოვნით და ახლა შესაბამის ანგარიშს ამზადებს. მოხსენების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში შედგება.წყარო: „რია ნოვოსტი“
https://sputnik-georgia.com/20230607/amerikeli-mzveravi-devid-grasi-acxadebs-rom-statebs-ucxoplaneturi-xomaldebi-hyavs-278345614.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23948/30/239483047_0:0:3264:2448_1920x0_80_0_0_d963312a283d7a734f1638efe8b0f206.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატების განკარგულებაში არ არის არამიწიერი კოსმოსური ხომალდები ან მათი ნამსხვრევები, განუცხადა პენტაგონის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სუზან გოფმა „რია ნოვოსტის“.
მანამდე NewsNation-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გეოსკოსმოსური დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა და აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანმა დევიდ გრაშმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უცხოპლანეტური კოსმოსური ხომალდები ჰყავს. მისი თქმით, ვაშინგტონმა ისინი საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.
„ამ დროისათვის საჰაერო ძალების სპეციალურმა საგამოძიებო ოფისმა ვერ აღმოაჩინა ინფორმაცია იმის დასტურად, რომ ახლა ან წარსულში არსებობდა რაიმე პროგრამა, რომელიც არამიწიერი ობიექტების ფლობას ან აღდგენას შეეხება“, — განმარტა პენტაგონის წარმომადგენელმა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პენტაგონი მოხარული იქნებოდა გასაუბრებოდა ნებისმიერ ამჟამინდელ ან ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც მიაჩნია, რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია გასწიოს ასეთი სამუშაო კონგრესის მოთხოვნით და ახლა შესაბამის ანგარიშს ამზადებს. მოხსენების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში შედგება.