https://sputnik-georgia.com/20230607/amerikeli-mzveravi-devid-grasi-acxadebs-rom-statebs-ucxoplaneturi-xomaldebi-hyavs-278345614.html
ყოფილი მზვერავი: აშშ-ს უცხოპლანეტური ხომალდები ჰყავს - ვიდეო
ყოფილი მზვერავი: აშშ-ს უცხოპლანეტური ხომალდები ჰყავს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში არამიწიერი წარმოშობის კოსმოსური ხომალდების თავმოყრა შეძლო, განუცხადა... 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T11:10+0400
2023-06-07T11:10+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252140789_0:101:3072:1829_1920x0_80_0_0_9f77c88485d437ee4a8418906cb3244f.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში არამიწიერი წარმოშობის კოსმოსური ხომალდების თავმოყრა შეძლო, განუცხადა News Nation-ს გეოკოსმოსური დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა და სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანმა დევიდ გრაშმა.როგორც მან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მიზნობრივი ჯგუფი ათობით წლის განმავლობაში პოულობდა უცხოპლანეტურ საფრენ აპარატებს.როგორც გრაში ირწმუნება, მას „მთავრობის ყველაზე კარგად დაცულ ზოგ საიდუმლოს ანდობდნენ“. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში აღადგენდა უცხოპლანეტელთა ხომალდებს, თუმცა ამის დასტურად არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია — ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.როგორც News Nation წერს, მიუხედავად იმისა, რომ გრაში აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი ოფიცერია, თავდაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი მისი წერილიდან ჩანს, რომ ინფორმაცია სხვათა ნათქვამს ეფუძნება და არა პირველწყაროს.მიუხედავად ამისა, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტი მოსმენების ჩატარებას გეგმავს, რათა გრაშის ინფორმაციაზე იმსჯელოს.ამასთან აღინიშნება, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უარყო გრაშის ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ დროისათვის მათ არანაირი მონაცემი არ გააჩნიათ, რომლებიც რაიმე სახის არამიწიერი აპარატების არსებობა-შენახვას დაადასტურებდა. წყარო: News Nation
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252140789_177:0:2908:2048_1920x0_80_0_0_10c095bd51e240f1d2efcbd645d2f55c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში არამიწიერი წარმოშობის კოსმოსური ხომალდების თავმოყრა შეძლო, განუცხადა News Nation-ს გეოკოსმოსური დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა და სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანმა დევიდ გრაშმა.
როგორც მან
ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მიზნობრივი ჯგუფი ათობით წლის განმავლობაში პოულობდა უცხოპლანეტურ საფრენ აპარატებს.
„ეს არამიწიერი წარმოშობის ტექნიკური სატრანსპორტო საშუალებებია — ვუწოდოთ მათ კოსმოსური ხომალდები, ან, თუ გნებავთ, არამიწიერი ეგზოტიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ან დაეშვნენ დედამიწაზე, ან ჩამოცვივდნენ“, — თქვა მან.
როგორც გრაში ირწმუნება, მას „მთავრობის ყველაზე კარგად დაცულ ზოგ საიდუმლოს ანდობდნენ“. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში აღადგენდა უცხოპლანეტელთა ხომალდებს, თუმცა ამის დასტურად არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია — ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
როგორც News Nation წერს, მიუხედავად იმისა, რომ გრაში აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი ოფიცერია, თავდაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი მისი წერილიდან ჩანს, რომ ინფორმაცია სხვათა ნათქვამს ეფუძნება და არა პირველწყაროს.
მიუხედავად ამისა, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტი მოსმენების ჩატარებას გეგმავს, რათა გრაშის ინფორმაციაზე იმსჯელოს.
ამასთან აღინიშნება, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უარყო გრაშის ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ დროისათვის მათ არანაირი მონაცემი არ გააჩნიათ, რომლებიც რაიმე სახის არამიწიერი აპარატების არსებობა-შენახვას დაადასტურებდა.