პატრუშევი: აშშ რუსეთსა და ჩინეთს ვერ გაუსწორდება

© photo : Areg Kochinyan
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შეერთებულ შტატებს სურს გახდეს მსოფლიო დომინანტი, როდესაც რუსეთს და შემდეგ ჩინეთს გაუსწორდება, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.
პატრუშევი მინსკში იმყოფება, სადაც CSTO-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდნენ.

„რა თქმა უნდა, აშშ დაინტერესებულია იმით, რომ მრავალპოლარული სამყარო არ შედგეს. მრავალპოლარული სამყაროს ძალიან სერიოზული პოლუსი კი ჩინეთია", — განუცხადა პატრუშევმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც არის შეერთებული შტატების საბოლოო მიზანი ჩინეთი და არა რუსეთი, „რომლის დასუსტება ან სულაც განადგურება სურს აშშ-ს“.
პატრუშევის აზრით, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ჩინეთთან გასწორების შემდეგ საკუთარ მიზნებს მიაღწევენ და მსოფლიოში დომინირებას შეძლებენ, „მაგრამ ეს გამორიცხულია, მათ ეს არ გამოუვათ“.
ყველა ახალი ამბავი
0