გერმანიაში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო - ვიდეო

© Government of Georgiaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს, ამავე წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში.
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიაში მიიწვია, ცნობილი 6 ივნისს გახდა.
ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.
როგორც ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, მას ექნება საუბარი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად იმ რთულ სიტუაციაზე, რომელიც შექმნილია რეგიონში. პრემიერი დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერთან საუბარი იქნება საინტერესო და შინაარსიანი.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ყველა ახალი ამბავი
0