მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კატასტროფა კახოვკის ჰესზე: სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი კომენტარი გააკეთა

© AFP 2024 / DANIEL SLIM
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევა, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე.
პატელი ჟურალისტებს დაჰპირდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდართან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მაშინვე მიაწვდის, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.
ჯონ კირბი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
მსოფლიო დღეს
ჯონ კირბი: შეერთებულმა შტატებმა ჯერ არ იცის ვინ ააფეთქა კახოვკის ჰესი
მისი თქმით, ამ დროისათვის უდავო ფაქტი ისაა, რომ კატასტროფის შედეგები კახოვკის მიმდებარე ტერიტორიების 16 ათასამდე მცხოვრებს უქმნის წყალდიდობის მსხვერპლად ქცევის საფრთხეს, კიდევ 20 ათასამდე ადამიანს კი განსახლება ესაჭიროება. გარდა ამისა, კაშხლის ნგრევამ და შემდგომმა წყალდიდობამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ასევე „უკრაინის სამხრეთის წყალმომარაგებას — ყირიმის ჩათვლით“.
ამასთან პატელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე მანამდე პრესით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ვაშინგტონს აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც კაშხლის აფეთქებაში მოსკოვის მონაწილეობაზე მიუთითებს. თუმცა აღნიშნა, რომ ჰესზე მომხდარი უდავოდ არის „რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი“.
რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის წინადადებას, რომელიც ინციდენტის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომისიის შექმნას შეეხება, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში აპირებს ესაუბროს თურქეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0