https://sputnik-georgia.com/20230607/kirbis-komentari-kaxovkis-hesis-afetqebaze-278342394.html
ჯონ კირბი: შეერთებულმა შტატებმა ჯერ არ იცის ვინ ააფეთქა კახოვკის ჰესი
ჯონ კირბი: შეერთებულმა შტატებმა ჯერ არ იცის ვინ ააფეთქა კახოვკის ჰესი
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ იტყვის, ვინ არის პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის... 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T09:12+0400
2023-06-07T09:12+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
კახოვკის ჰესი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_1d077531e509df4b3063070765bb2498.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ იტყვის, ვინ არის პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევაზე, განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.შეკითხვაზე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კაშხლის ნგრევას უკრაინის კონტრშეტევისთვის, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კატასტროფამ შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.ამასთან, როგორც NBC News იტყობინება, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და ერთმა ოფიციალურმა დასავლურმა წყარომ არხს აცნობა, რომ აშშ-ს აქვს სადაზვერვო მონაცემები ჰესზე თავდასხმაში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, და რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ამ მონაცემების უახლოეს ხანში გამოქვეყნებას გეგმავენ.კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ 6 ივნისის ღამით გახდა ცნობილი. ინციდენტში რუსულმა მხარემ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ჰიდროელექტროსადგურს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით შეუტია. თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ ჰესი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს. როგორც ზელენსკის ოფისში ირწმუნებიან, აფეთქების მიზანი უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლაა.აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის ნგრევის საფრთხეზე ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში საუბრობდა. მოსკოვმა მაშინ კიევი კაშხალზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა.წყარო: NBC News
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251838218_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7546928a13c5ab590afd8bf0b73bb1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, კახოვკის ჰესი , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, კახოვკის ჰესი , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ იტყვის, ვინ არის პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევაზე, განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
„ვნახეთ ინფორმაცია, რომ კაშხლის აფეთქებაზე რუსეთია პასუხისმგებელი. ვაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს ამ ინფორმაციის შესაფასებლად. უკვე ვმუშაობთ უკრაინელებთან, რათა მეტი ინფორმაცია მივიღოთ. ჯერჯერობით არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რა მოხდა“, — აღნიშნა კირბიმ.
შეკითხვაზე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კაშხლის ნგრევას უკრაინის კონტრშეტევისთვის, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კატასტროფამ შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
ამასთან, როგორც NBC News იტყობინება, ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და ერთმა ოფიციალურმა დასავლურმა წყარომ არხს აცნობა, რომ აშშ-ს აქვს სადაზვერვო მონაცემები ჰესზე თავდასხმაში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, და რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ამ მონაცემების უახლოეს ხანში გამოქვეყნებას გეგმავენ.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ 6 ივნისის ღამით გახდა ცნობილი. ინციდენტში რუსულმა მხარემ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ჰიდროელექტროსადგურს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით შეუტია. თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ ჰესი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს. როგორც ზელენსკის ოფისში ირწმუნებიან, აფეთქების მიზანი უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლაა.
აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის ნგრევის საფრთხეზე ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში საუბრობდა. მოსკოვმა მაშინ კიევი კაშხალზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა.