https://sputnik-georgia.com/20230607/saqartvelosi-cutyvavila-da-quntrusa-mozrdilebsic-gavrcelda-278345763.html
ბავშვთა ინფექციები უფროსებშიც გავრცელდა: ჩუტყვავილა და ქუნთრუშა საქართველოში
ბავშვთა ინფექციები უფროსებშიც გავრცელდა: ჩუტყვავილა და ქუნთრუშა საქართველოში
სპეციალისტმა ისაუბრა იმ ინფექციურ დაავადებებზე, რომელთა გადატანა მოზრდილ ასაკში განსაკუთრებით მძიმეა. 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T12:31+0400
2023-06-07T12:31+0400
2023-06-07T17:10+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/49/239394909_0:55:1050:646_1920x0_80_0_0_08a2cba2959405f104a36e0f6339c497.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ჩუტყვავილა და ქუნთრუშა ინფექციური დაავადებებია, რომლებიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება, თუმცა საქართველოში უფროსებშიც გამოვლინდა, მათ შორის ორსულებში, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის ინფექციური დაავადებებია, რომლებსაც ამ მომენტში განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.ექსპერტმა განმარტა, რომ ჩუტყვავილას მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა ახასიათებს და ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.„საკმაოდ გახშირებულია ჩუტყვავილას შემთხვევები მოზრდილებში. არაერთი შემთხვევა იყო ორსულებში. მოზრდილებს უმეტესად ანტივირუსული მკურნალობის დანიშვნა სჭირდებათ, რათა არ მოხდეს გართულება“, – განაცხადა ბუწაშვილმა.თუ გაურკვეველი გამონაყარია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. ჩუტყვავილაზე ტარდება კანის ნაცხის PCR-კვლევა, შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც, აღნიშნა ინფექციონისტმა.სპეციალისტის თქმით, კარგი იქნება, თუ ადამიანებს ეცოდინებათ, გადატანილი აქვთ თუ არა ჩუტყვავილა, აქვთ თუ არა ანტისხეულები. ბევრი ამტკიცებს, რომ აქვს გადატანილი, მაგრამ შემდეგ ანალიზები აჩვენებს, რომ ეს ასე არაა, აღნიშნა მან.რომელი დაავადებები აქტიურდება ზაფხულის სეზონზე? ინფექციონისტის რეკომენდაციები>>თუ ადამიანს გადატანილი აქვს ჩუტყვავილას ვირუსი, ის ორგანიზმში სამუდამოდ რჩება და იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს, აღნიშნა ბუწაშვილმა. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს.როგორც სპეციალისტმა განმარტა, გამონაყარი ჰერპეს ზოსტერის დროს ისეთივეა, როგორიც ჩუტყვავილას ახასიათებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჰერპეს ზოსტერის დროს პაციენტებს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, რაც შეიძლება რამდენიმე თვე და ხანდახან წელიც გაგრძელდეს.„რაღაც სტერეოტიპი არსებობს, რომ რა მოხდა, გადაიტანს ადამიანი ჩუტყვავილას. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჯობს არ გადაიტანოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს და დაიწყოს ვაქცინაცია ჩუტყვავილას წინააღმდეგ“, – მიიჩნევს ბუწაშვილი.ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ჩუტყვავილა ვირუსული დაავადებაა, ხოლო ქუნთრუშა – ბაქტერიული, რომელსაც სტრეპტოკოკული ბაქტერია იწვევს.საქართველო იშვიათი დაავადებების მართვის კუთხით რეგიონში წამყვან ქვეყნად დასახელდა>>ქუნთრუშის შემთხვევები საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ გაიზარდა. ჩუტყვავილისგან განსხვავებით, ქუნთრუშის მკურნალობა აუცილებელია ანტიბიოტიკებით სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ ქუნთრუშით დაავადებულები ირგვლივ მყოფებისთვის საშიში არ არიან – ანტიბიოტიკების მიღებიდან ერთ დღეში დაავადება გადამდები აღარ არის. მთლიანობაში დაავადება შვიდ დღემდე გრძელდება.ჩუტყვავილისგან განსხვავებით, ქუნთრუშით შეიძლება ხელახლა დაავადება, რადგანაც სტრეპტოკოკს ბევრი ქვეტიპი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/49/239394909_59:0:992:700_1920x0_80_0_0_0a9eaf475e5d2b4c608bd0aef1426071.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ბავშვთა ინფექციები უფროსებშიც გავრცელდა: ჩუტყვავილა და ქუნთრუშა საქართველოში
12:31 07.06.2023 (განახლებულია: 17:10 07.06.2023) სპეციალისტმა ისაუბრა იმ ინფექციურ დაავადებებზე, რომელთა გადატანა მოზრდილ ასაკში განსაკუთრებით მძიმეა.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ჩუტყვავილა და ქუნთრუშა ინფექციური დაავადებებია, რომლებიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება, თუმცა საქართველოში უფროსებშიც გამოვლინდა, მათ შორის ორსულებში, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის ინფექციური დაავადებებია, რომლებსაც ამ მომენტში განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
„ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილობაში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის“, – განაცხადა ბუწაშვილმა „მთავარის“ მედიაცენტრში.
ექსპერტმა განმარტა, რომ ჩუტყვავილას მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა ახასიათებს და ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.
„საკმაოდ გახშირებულია ჩუტყვავილას შემთხვევები მოზრდილებში. არაერთი შემთხვევა იყო ორსულებში. მოზრდილებს უმეტესად ანტივირუსული მკურნალობის დანიშვნა სჭირდებათ, რათა არ მოხდეს გართულება“, – განაცხადა ბუწაშვილმა.
თუ გაურკვეველი გამონაყარია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. ჩუტყვავილაზე ტარდება კანის ნაცხის PCR-კვლევა, შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც, აღნიშნა ინფექციონისტმა.
სპეციალისტის თქმით, კარგი იქნება, თუ ადამიანებს ეცოდინებათ, გადატანილი აქვთ თუ არა ჩუტყვავილა, აქვთ თუ არა ანტისხეულები. ბევრი ამტკიცებს, რომ აქვს გადატანილი, მაგრამ შემდეგ ანალიზები აჩვენებს, რომ ეს ასე არაა, აღნიშნა მან.
თუ ადამიანს გადატანილი აქვს ჩუტყვავილას ვირუსი, ის ორგანიზმში სამუდამოდ რჩება და იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს, აღნიშნა ბუწაშვილმა. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს.
როგორც სპეციალისტმა განმარტა, გამონაყარი ჰერპეს ზოსტერის დროს ისეთივეა, როგორიც ჩუტყვავილას ახასიათებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჰერპეს ზოსტერის დროს პაციენტებს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, რაც შეიძლება რამდენიმე თვე და ხანდახან წელიც გაგრძელდეს.
„რაღაც სტერეოტიპი არსებობს, რომ რა მოხდა, გადაიტანს ადამიანი ჩუტყვავილას. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჯობს არ გადაიტანოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს და დაიწყოს ვაქცინაცია ჩუტყვავილას წინააღმდეგ“, – მიიჩნევს ბუწაშვილი.
ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ჩუტყვავილა ვირუსული დაავადებაა, ხოლო ქუნთრუშა – ბაქტერიული, რომელსაც სტრეპტოკოკული ბაქტერია იწვევს.
ქუნთრუშის შემთხვევები საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ გაიზარდა. ჩუტყვავილისგან განსხვავებით, ქუნთრუშის მკურნალობა აუცილებელია ანტიბიოტიკებით სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ ქუნთრუშით დაავადებულები ირგვლივ მყოფებისთვის საშიში არ არიან – ანტიბიოტიკების მიღებიდან ერთ დღეში დაავადება გადამდები აღარ არის. მთლიანობაში დაავადება შვიდ დღემდე გრძელდება.
ჩუტყვავილისგან განსხვავებით, ქუნთრუშით შეიძლება ხელახლა დაავადება, რადგანაც სტრეპტოკოკს ბევრი ქვეტიპი აქვს.