https://sputnik-georgia.com/20230607/-------278344630.html
რომელი დაავადებები აქტიურდება ზაფხულის სეზონზე? ინფექციონისტის რეკომენდაციები
რომელი დაავადებები აქტიურდება ზაფხულის სეზონზე? ინფექციონისტის რეკომენდაციები
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ყირიმ-კონგოს ცხელება, ბორელიოზი, კუჭის ინფექციები, ჩუტყვავილა, ალისფერი ცხელება – საკურორტო სეზონზე ზაფხულის პერიოდისთვის... 07.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-07T11:50+0400
2023-06-07T11:50+0400
2023-06-07T16:50+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23698/69/236986983_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_41d1bfe69944400975ba1d66c4460c87.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ყირიმ-კონგოს ცხელება, ბორელიოზი, კუჭის ინფექციები, ჩუტყვავილა, ალისფერი ცხელება – საკურორტო სეზონზე ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველა ეს ინფექცია აქტიურდება, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.ამის მიზეზი სასტუმროებში, რესტორნებსა და კვების ობიექტებში ჰიგიენის ნორმების დაუცველობა და ხალხის თავყრილობებია. ხშირად ამ მიზეზით ხდება დიარეის აფეთქებაც.„ინფექციების მატება ჩვეულებრივი მოვლენაა საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბევრი ხალხი იკრიბება. ეს ეხება როგორც მთიან, ისე საზღვაო კურორტებს... ზაფხულში სტანდარტული სქემაა: წაიყვანენ ბავშვს კურორტზე და რამდენიმე დღის შემდეგ ფაღარათით ბრუნდებიან“, – განაცხადა ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში". ინფექციონისტის თქმით, კურორტებზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუმჯობესდეს ჰიგიენური პირობები, რათა ბავშვებთან ერთად ტურისტული ადგილების მონახულება და იქიდან ინფექციით დაბრუნება ჩვეულებრივ მოვლენად არ ჩაითვალოს.საჭიროა თუ არა აცრები ჩუტყვავილასა და წითელას წინააღმდეგ: თამარ გაბუნიას განმარტება>>>რაც შეეხება ალისფერი ცხელების, წითელასა და ჩუტყვავილას აფეთქებას, ისინიც ხაფხულის პერიოდში მომატებულ თავყრილობებს უკავშირდება.ხშირად ზაფხულის სეზონს უკავშირდება ასევე დაავადებები, რომლებიც ადამიანს ტკიპებით გადაეცემა. ეს შემთხვევები ზაფხულში იმატებს, რადგან ადამიანები ბუნებაში მეტ დროს ატარებენ.ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება.ინფექციონისტი მოსახლეობას ბუნებაში დახურული ტანსაცმლის ტარებას ურჩევს. ბუწაშვილის თქმით, აუცილებელია განსაკუთრებით ფეხების დაფარვა, შარვლისა და წინდების ჩაცმა, რათა ქვედა კიდურები მაქსიმალურად იყოს დაცული.ბუწაშვილის რეკომენდაცია: თუ კანზე ტკიპა შენიშნეთ, იგი კანს პინცეტით ფრთხილად მოაცილეთ, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, მიმართეთ უახლოეს სამედიცინო ცენტრს ან ქირურგს.ბორელიოზისთვის დამახასიათებელია ძალიან სპეციფიკური გამონაყარი კანზე. ნაკბენ ადგილზე ჩნდება მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23698/69/236986983_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_3610c110bfe9e82caa54e01e477413a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ყირიმ-კონგოს ცხელება, ბორელიოზი, კუჭის ინფექციები, ჩუტყვავილა, ალისფერი ცხელება – საკურორტო სეზონზე ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველა ეს ინფექცია აქტიურდება, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
ამის მიზეზი სასტუმროებში, რესტორნებსა და კვების ობიექტებში ჰიგიენის ნორმების დაუცველობა და ხალხის თავყრილობებია. ხშირად ამ მიზეზით ხდება დიარეის აფეთქებაც.
„ინფექციების მატება ჩვეულებრივი მოვლენაა საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბევრი ხალხი იკრიბება. ეს ეხება როგორც მთიან, ისე საზღვაო კურორტებს... ზაფხულში სტანდარტული სქემაა: წაიყვანენ ბავშვს კურორტზე და რამდენიმე დღის შემდეგ ფაღარათით ბრუნდებიან“, – განაცხადა ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში".
ინფექციონისტის თქმით, კურორტებზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუმჯობესდეს ჰიგიენური პირობები, რათა ბავშვებთან ერთად ტურისტული ადგილების მონახულება და იქიდან ინფექციით დაბრუნება ჩვეულებრივ მოვლენად არ ჩაითვალოს.
რაც შეეხება ალისფერი ცხელების, წითელასა და ჩუტყვავილას აფეთქებას, ისინიც ხაფხულის პერიოდში მომატებულ თავყრილობებს უკავშირდება.
ხშირად ზაფხულის სეზონს უკავშირდება ასევე დაავადებები, რომლებიც ადამიანს ტკიპებით გადაეცემა. ეს შემთხვევები ზაფხულში იმატებს, რადგან ადამიანები ბუნებაში მეტ დროს ატარებენ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება.
„ნებისმიერი ინფექცია, რომელიც მწერებით გადაეცემა, იმატებს ბალახის სეზონის დადგომასთან ერთად", – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
ინფექციონისტი მოსახლეობას ბუნებაში დახურული ტანსაცმლის ტარებას ურჩევს. ბუწაშვილის თქმით, აუცილებელია განსაკუთრებით ფეხების დაფარვა, შარვლისა და წინდების ჩაცმა, რათა ქვედა კიდურები მაქსიმალურად იყოს დაცული.
ბუწაშვილის რეკომენდაცია: თუ კანზე ტკიპა შენიშნეთ, იგი კანს პინცეტით ფრთხილად მოაცილეთ, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, მიმართეთ უახლოეს სამედიცინო ცენტრს ან ქირურგს.
ბორელიოზისთვის დამახასიათებელია ძალიან სპეციფიკური გამონაყარი კანზე. ნაკბენ ადგილზე ჩნდება მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე.