გამოცდების ეროვნული ცენტრი: ვრცელდება დეზინფორმაცია გამოცდების დაწყების თარიღზე

© courtesy of NAECაბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდის წინ
აბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
გამოცდების განრიგი ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.naec.ge უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
ცენტრის ცნობით, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმძღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდით www.naec.ge“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
გამოცდების ცენტრი პასუხისმგებლობას მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე იღებს.
მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა – 45 ათასზე მეტი დარეგისტრირდა.
სკოლებში დაინერგება ეროვნული შეფასების მექანიზმი, რომლითაც ბავშვების ცოდნა გაიზომება>>
ცენტრის ცნობით, აბიტურიენტების გარდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
რაც შეეხება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციას, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებ გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირი.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა>>
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ქვეყნის მასშტაბით 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. საგამოცდო ცენტრები გახსნილი იქნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში დაემატა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0