https://sputnik-georgia.com/20230606/yirgizetsi-setqmulta-jgufi-damati-lideri-qali-daakaves-278313584.html
სპეცსამსახურებმა შეთქმულთა 30-კაციანი ჯგუფი და მათი ლიდერი ქალი დააკავეს
სპეცსამსახურებმა შეთქმულთა 30-კაციანი ჯგუფი და მათი ლიდერი ქალი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა 30-ზე მეტი ადამიანი დაკავეს, რომლებიც მასობრივი არეულობების მოწყობას გეგმავდნენ ძალაუფლების ხელში... 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T11:33+0400
2023-06-06T11:33+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ყირგიზეთი
დსთ
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250454762_44:562:1983:1653_1920x0_80_0_0_ad3360ba381a0d0d5e8c1fc528f58efa.jpg
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა 30-ზე მეტი ადამიანი დაკავეს, რომლებიც მასობრივი არეულობების მოწყობას გეგმავდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, იუწყება „Sputnik ყირგიზეთი“ ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.მანამდე, 5 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომ ბიშკეკში მასობრივი დაკავებები ხორციელდებოდა, თუმცა დეტალები არ საჯაროვდებოდა.უშიშროების კომიტეტის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში იბირებდა თავის რიგებში ხელისუფლებით ყველაზე უკმაყოფილო ადამიანებს.კომიტეტის ცნობით, ჯგუფი, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის მიზიდვა შეძლო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, ახლო მომავალში უცხოეთიდან დაფინანსებას ელოდებოდა, ხოლო აქტიური მოქმედებების დაწყებას მას შემდეგ გეგმავდნენ, „როგორც კი საზოგადოებაში რაიმე სახის შემთხვევის გამო უკმაყოფილება გაჩნდებოდა“.ცნობილი ხდება, რომ უშიშროების კომიტეტში 30-ზე მეტი ეჭვმიტანილი გადაიყვანეს, რომელთაგან ხუთი დააკავეს — მათ შორის, პარტია „ელდიკ კენეშის“ თავმჯდომარე, 64 წლის როზა ნურმატოვა.როგორც პრესსამსახური იტყობინება, დაკავებულებმა „აღირებითი ჩვენებები მისცეს. ჩხრეკისას ამოღებულია ნივთმტკიცებები, რომლებიც მათ დანაშაულებრივ განზრახვებს ადასტურებს“.
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/19/250454762_142:565:1976:1941_1920x0_80_0_0_8881512246dcc655d87e5124d69af034.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყირგიზეთი, დსთ , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ყირგიზეთი, დსთ , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა 30-ზე მეტი ადამიანი დაკავეს, რომლებიც მასობრივი არეულობების მოწყობას გეგმავდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, იუწყება
„Sputnik ყირგიზეთი“ ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე, 5 ივნისს, გავრცელდა
ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომ ბიშკეკში მასობრივი დაკავებები ხორციელდებოდა, თუმცა დეტალები არ საჯაროვდებოდა.
უშიშროების კომიტეტის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში იბირებდა თავის რიგებში ხელისუფლებით ყველაზე უკმაყოფილო ადამიანებს.
„მთავარი ორგანიზატორი და იდეოლოგიური სულისჩამდგმელი არის სამოქალაქო აქტივისტი ქალი და პოლიტიკური პარტია „ელდიკ კენეშის“ თავმჯდომარე რ.ნ. მისი ხელმძღვანელობით რეგულარულად იმართებოდა საიდუმლო შეხვედრები, რომელთა მიზანიც ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდების თაობაზე გეგმების განხილვაში მონაწილე პირთა იდეოლოგიური დამუშავება იყო“, — წერს ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი.
კომიტეტის ცნობით, ჯგუფი, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის მიზიდვა შეძლო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, ახლო მომავალში უცხოეთიდან დაფინანსებას ელოდებოდა, ხოლო აქტიური მოქმედებების დაწყებას მას შემდეგ გეგმავდნენ, „როგორც კი საზოგადოებაში რაიმე სახის შემთხვევის გამო უკმაყოფილება გაჩნდებოდა“.
ცნობილი ხდება, რომ უშიშროების კომიტეტში 30-ზე მეტი ეჭვმიტანილი გადაიყვანეს, რომელთაგან ხუთი დააკავეს — მათ შორის, პარტია „ელდიკ კენეშის“ თავმჯდომარე, 64 წლის როზა ნურმატოვა.
როგორც პრესსამსახური იტყობინება, დაკავებულებმა „აღირებითი ჩვენებები მისცეს. ჩხრეკისას ამოღებულია ნივთმტკიცებები, რომლებიც მათ დანაშაულებრივ განზრახვებს ადასტურებს“.