როცა საყვირი საუკეთესო მეგობარია

© courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი
ვაკო საათაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
გამოწერა
„ერთხელ ჩემი კლასელი ვნახე სკოლაში საყვირით ხელში და ეს ინსტრუმენტი დანახვის წუთიდან მომეწონა“- ეს ბავშვობაში იყო, შემდეგ მასზე დაკვრა აითვისა და დღეს ნიჭიერი მესაყვირე, ვაკო საათაშვილი, ისრაელის პრესტიჟული ფილარმონიული ორკესტრის წევრია.
მანამდე ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ჩატარებული კონკურსში გაიმარჯვა. 2012 წელს საქართველოს სიმფონიურ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. ამის მერე ოსლოს მუსიკის აკადემიაში ისწავლა.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი
ვაკო საათაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
ვაკო საათაშვილი
- ვაკო, მუსიკის სიყვარული ბავშვობაში ჩაისახა?
- დიახ, დედას ფორტეპიანოს განხრით მუსიკალური სკოლა აქვს დამთავრებული. მახსოვს, ბავშვობაში სახლში სულ ერთად ვმღეროდით. შემდეგ თაქთაქიშვილის N19 ხელოვნების სკოლაში პედაგოგ ნუგზარ გეწაძესთან მივედი. აქედან დაიწყო საყვირის მიმართ ჩემი სიყვარული და ფიქრი მუსიკოსობაზე, დღეს სადაც ვარ და როგორი მუსიკოსიც ვარ, ამაში ძალიან დიდი წვლილი ამ ადამიანს მიუძღვის. ამის შემდეგ თბილისის 2012 წელს კონსერვატორიაში ჩავაბარე.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი
ვაკო საათაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
ვაკო საათაშვილი
- სწავლის დროს რა წარმატებებს მიაღწიეთ?
- კონსერვატორიაში კონკურსი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. 2015-2016 წლებში მთელი წელი ოსლოს მუსიკის აკადემიაში Jonas Haltias-თან და Anthony Plog-თან ვსწავლობდი. შემდეგ დავით შამანაურთან გავიარე მაგისტრატურა. ამ პიროვნების მადლიერი ვარ.
© photo: courtesy of Vako Saatashviliკონცერტზე
კონცერტზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
კონცერტზე
- ისრაელის ორკესტრში როგორ აღმოჩნდით?
- იმ დროს ისრაელის ბუხმან მეტას მუსიკალური აკადემიიდან Buchmann-Mehta school of music-ის ცნობილი ჩელისტი დიმიტრი იაბლონსკი იყო ჩამოსული. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აკადემია სტუდენტს სწავლას უფინანსებდა და სტიპენდიას უნიშნავდა. როცა ბატონმა დიმიტრიმ მომისმინა, მირჩია, რომ გამოცდების ჩაბარება აუცილებლად მეცადა. აკადემიაში Artist Diploma სწავლა გარკვეულ საფეხურზე საკმაოდ დიდ და რთულ პროგრამას გულისხმობდა. იმ პროგრამაზე მუშაობა ჩემს კოლეგასთან ზეზვა ზარანდიასთან ერთად დავიწყე.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
- ისრაელის ცნობილ მესაყვირესთან გქონდათ ურთიერთობა...
- თელ-ავივის უნივერსიტეტის კლემონტ ჰოლში გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, სწავლა ლეგენდარულ მესაყვირესთან რამ ორენთან (Ram Oren) დავიწყე. ეს ადამიანი ამოუწურავ ცოდნას ფლობს. მასთან ორი წელიწადი ვისწავლე და დიდი შემოქმედებითი სიხარული მაკავშირებს. რამ ორენი მარტო პედაგოგი არ არის, ძალიან მეგობრული და მზრუნველი ადამიანია და სხვა პედაგოგებისგან განსხვავებული.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
- 2020 წლის 11 მაისს ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონკურსში გაიმარჯვეთ, კონკურენცია დიდი იყო?
- დიახ, კონკურენცია ძალიან დიდი იყო. ჟიურში ორკესტრის მთავარი დირიჟორი ლაჰავ შანიც შედიოდა. მაშინ 16 კონკურსანტიდან მე შემარჩიეს. დამამთავრებელი გამოცდა- სოლო კონცერტი „კლარიმონტ ჰოლში“ გაიმართა. ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი Lahav Shan-ის ხელმძღვანელობით მსოფლიო დონისაა, მისი კონცერტი არასდროს გამიცდენია. ყოველ ჯერზე იმაზე ვოცნებობდი, რომ მათთან ერთად მუშაობის და სხვადასხვა ნაწარმოებების შესრულების შანსი მქონოდა. მერწმუნეთ, ყველა მუსიკოსის ოცნებაა, რომ ასეთი დონის ორკესტრში მოხვდეს.
© photo: courtesy of Vako Saatashviliქორწილის დღეს
ქორწილის დღეს - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2023
ქორწილის დღეს
- თქვენი დამოკიდებულება საყვირისადმი გამორჩეულია...
- საყვირი როგორც ადამიანი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. არ შემიძლია მასზე სხვანაირად ვიფიქრო: ჩვენ ერთად გვიხარია, ერთად გვტკივა და ერთმანეთს არასდროს ვღალატობთ. საყვირი თავდაუზოგავ მეცადინეობას მოითხოვს და სიზარმაცეს არასდროს გპატიობს. მას შეუძლია იყოს ყველაზე ხმაურიანი, ამავე დროს სევდიანიც და მხიარულიც. რაც მთავარია, ჩემი ყოველდღიური ემოციური მდგომარეობა შემიძლია საყვირის ბგერებით გამოვხატო...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0