https://sputnik-georgia.com/20230606/raribasvili-ukrainasi-mimdinare-konfliqti-molaparakebis-gzit-unda-gadaiwras-278338939.html
ღარიბაშვილი: უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას
ღარიბაშვილი: უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთელი კონტინენტი საფრთხეშია 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T23:21+0400
2023-06-06T23:21+0400
2023-06-06T23:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277501292_0:195:1600:1095_1920x0_80_0_0_ab30a67914ca9bd400ed3e33308fafb9.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უკრაინის კონფლიქტის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„მე მიმაჩნია, რომ... ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი. ამას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.პრემიერმა აღნიშნა, რომ მთელი კონტინენტი საფრთხეშია.მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. იმავდროულად, როგორც კრემლში აღნიშნეს, უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიან კალაპოტში გადასვლის წინაპირობები ამჟამად არ არსებობს, რუსეთისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი სპეცოპერაციის მიზნების მიღწევაა.„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა“ – ღარიბაშვილმა მოლდოვაში განცხადება გააკეთა >>კიევი თანახმაა მოლაპარაკებებზე მხოლოდ საკუთარი პირობებით. უკრაინის სამშვიდობო გეგმა მოიცავს 10 პუნქტს, რომელთაგან ერთ-ერთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის დამყარებას არ გამოიწვევს.რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277501292_108:155:1483:1186_1920x0_80_0_0_c7feda46e1c08c6a311f5bbdfe40a555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
ღარიბაშვილი: უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთელი კონტინენტი საფრთხეშია
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. უკრაინის კონფლიქტის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მიმაჩნია, რომ... ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი. ამას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთელი კონტინენტი საფრთხეშია.
„ბირთვული ომის რიტორიკა არა თუ დაბრუნდა, არამედ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. პლანეტა და მთლიანად ჩვენი კონტინენტი შეიძლება დადგეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. იმავდროულად, როგორც კრემლში აღნიშნეს, უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიან კალაპოტში გადასვლის წინაპირობები ამჟამად არ არსებობს, რუსეთისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი სპეცოპერაციის მიზნების მიღწევაა.
კიევი თანახმაა მოლაპარაკებებზე მხოლოდ საკუთარი პირობებით. უკრაინის სამშვიდობო გეგმა მოიცავს 10 პუნქტს, რომელთაგან ერთ-ერთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის დამყარებას არ გამოიწვევს.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.