https://sputnik-georgia.com/20230601/cveni-politika-aris-msvidobiani-politika-raribasvili-278197883.html
„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა“ – ღარიბაშვილმა მოლდოვაში განცხადება გააკეთა
„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა“ – ღარიბაშვილმა მოლდოვაში განცხადება გააკეთა
Sputnik საქართველო
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ნატოს ან ევროკავშირის წევრი, ამიტომ ქვეყანად უსაფრთხოების ქოლგა არა აქვს. 01.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-01T14:21+0400
2023-06-01T14:21+0400
2023-06-01T14:55+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
მოლდოვა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_31ed4ced83a24b1e5abe1c6f4b71f1a2.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ქვეყნის გადარჩენის უზრუნველყოფისთვის მშვიდობის პოლიტიკას ატარებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინიოვში.ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მოლდოვაში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე მიიღებს მონაწილეობას თემატურ დისკუსიებში, ჩაატარებს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.პრემიერის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ნატოს ან ევროკავშირის წევრი, ამიტომ ქვეყანას უსაფრთხოების ქოლგა არა აქვს.ღარიბაშვილის თქმით, მოლდოვაში სამიტზე საუბარი ასევე იქნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე..2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.„მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა“, – აღნიშნა პრემიერმა.ღარიბაშვილი: ევროკავშირი შეცდომას დაუშვებს, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს>>„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_92a2f9ed0cb125ac708f3c07f5202eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მოლდოვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მოლდოვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
„ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა“ – ღარიბაშვილმა მოლდოვაში განცხადება გააკეთა
14:21 01.06.2023 (განახლებულია: 14:55 01.06.2023) პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ნატოს ან ევროკავშირის წევრი, ამიტომ ქვეყანად უსაფრთხოების ქოლგა არა აქვს.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ქვეყნის გადარჩენის უზრუნველყოფისთვის მშვიდობის პოლიტიკას ატარებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინიოვში.
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მოლდოვაში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე მიიღებს მონაწილეობას თემატურ დისკუსიებში, ჩაატარებს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
პრემიერის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ნატოს ან ევროკავშირის წევრი, ამიტომ ქვეყანას უსაფრთხოების ქოლგა არა აქვს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რათა პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და მშვიდობიანი პოლიტიკით მიგვყვას ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, მოლდოვაში სამიტზე საუბარი ასევე იქნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე..
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს. ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა“, – აღნიშნა პრემიერმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო – 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა.
პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.