https://sputnik-georgia.com/20230606/-480-----278329940.html
ქუთაისში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ
ქუთაისში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 დევნილი ოჯახისთვის სამი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა - დევნილთათვის... 06.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-06T18:07+0400
2023-06-06T18:07+0400
2023-06-06T18:32+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 დევნილი ოჯახისთვის სამი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა - დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.ამავე საცხოვრებელ კომპლექსში სრულდება კიდევ 320 ბინა: ისინი დევნილთა ოჯახებს უახლოეს მომავალში გადაეცემათ. კომპლექსში ბინას სულ 800 ოჯახი მიიღებს. კორპუსები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.პრემიერის თქმით, ბოლო 10 წლის მანძილზე 31 ათას ოჯახს გადაეცა ბინები, პარალელურად ხორციელდება პროგრამა „სახლი სოფლად", რომლის ფარგლებშიც დევნილებისთვის სახლების შეძენა ხდება.„უახლოეს 2-3 წელში ბინებს დამატებით 13 ათასი ოჯახი მიიღებს. აქედან - 7 ათასი ბინებს მიიღებს, 6 ათასს კი სახლი გადაეცემა", - აღნიშნა პრემიერმა.მაისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში 2,4 ათასი დევნილი ოჯახისთვის ბინების აშენების მასშტაბური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. რეკორდული წელი - აზარაშვილი დევნილებისთვის ბინების გამოყოფის შესახებ>>>პროექტის ღირებულება 245 მილიონ ლარამდეა. სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 7 ჰექტარ ფართობზე ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მოქმედებს.სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის ყიდულობს ბინებს; აშენებს რეგიონებში მრავალსართულიანი სახლების კვარტლებს; მათ აძლევს თანხას სოფელში სახლის შესაძენად; საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ; იხდის საცხოვრებლის ქირას.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 480 დევნილი ოჯახისთვის სამი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა - დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
ამავე საცხოვრებელ კომპლექსში სრულდება კიდევ 320 ბინა: ისინი დევნილთა ოჯახებს უახლოეს მომავალში გადაეცემათ. კომპლექსში ბინას სულ 800 ოჯახი მიიღებს. კორპუსები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.
„თქვენ მრავალი წელია ელოდებოდით ბინების მიღებას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბოლო 10 წლის მანძილზე 31 ათას ოჯახს გადაეცა ბინები, პარალელურად ხორციელდება პროგრამა „სახლი სოფლად", რომლის ფარგლებშიც დევნილებისთვის სახლების შეძენა ხდება.
„უახლოეს 2-3 წელში ბინებს დამატებით 13 ათასი ოჯახი მიიღებს. აქედან - 7 ათასი ბინებს მიიღებს, 6 ათასს კი სახლი გადაეცემა", - აღნიშნა პრემიერმა.
მაისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში 2,4 ათასი დევნილი ოჯახისთვის ბინების აშენების მასშტაბური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.
პროექტის ღირებულება 245 მილიონ ლარამდეა. სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 7 ჰექტარ ფართობზე ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამა მოქმედებს.
სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის ყიდულობს ბინებს; აშენებს რეგიონებში მრავალსართულიანი სახლების კვარტლებს; მათ აძლევს თანხას სოფელში სახლის შესაძენად; საკუთრებაში გადასცემს მუნიციპალიტეტის იმ ფართს, სადაც ისინი ამ დროისთვის ცხოვრობენ; იხდის საცხოვრებლის ქირას.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.