მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთი შავი ზღვის სრუტეებში გემების გავლის გადასახადს ზრდის

© AP Photo / Khalil Hamra
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თურქეთი 1 ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის საფასურს კიდევ ერთხელ გაზრდის, წერს გაზეთი Aydınlık ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო საქმეთა მთავარი სამმართველოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.
მანამდე, გასული წლის ოქტომბერში თურქეთის ხელისუფლებამ ხუთჯერ გაზარდა მოსაკრებლის ოდენობა შავი ზღვის სრუტეებში სავაჭრო გემების გავლისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი თვიდან ოქროს ფრანკის საბაზო ღირებულება, რომლის საფუძველზეც გამოითვლება გემების გადასახადის ოდენობა 1936 წელს მონტრეს კონვენციაზე ხელმოწერის მომენტიდან, 8,3%-ით გაიზრდება და ერთ ტონა ტვირთზე 4,43 აშშ დოლარს მიაღწევს.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ გზით მიღებული შემოსავლები წელიწადში 900 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ამასთან, როგორც გაზეთი აზუსტებს, ოქროს ფრანკი, რომელიც მონტრეს კონვენციაზე ხელმოწერისას 0,8 დოლარს უტოლდებოდა, ამიერიდან აღარ იქნება ფიქსირებული და თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო ყოველი წლის ივნისის ბოლოს განაახლებს მის ოდენობას.
მონტრეს კონვენცია — საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას არეგულირებს. ხელმოწერილია 1936 წლის 20 ივლისს შვეიცარიაში, მონტრეს სასახლეში. ძალაში შევიდა 1936 წლის 9 ნოემბერს. მონტრეს კონვენცია უნარჩუნებს სავაჭრო გემებს სრუტეში გავლის თავისუფლებას როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამავდროულად დოკუმენტი ზღუდავს შავ ზღვაში აუზის არაწევრი ქვეყნების სამხედრო გემების ყოფნას სამი კვირის ვადით. ხოლო საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს საერთოდ აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით.
წყარო: Aydınlık
ყველა ახალი ამბავი
0