ქართველი დიზაინერი ამერიკული მოდის ბაზარზე

© courtesy of Nino Kurdadzeნინო ქურდაძე
ნინო ქურდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
„საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ და მანდ ყოფნის პერიოდში ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არსად წავსულვარ, ან სამსახურიდან სახლში დავბრუნდი“ – გვითხრა ამერიკაში მცხოვრებმა დიზაინერმა ნინო ქურდაძემ.
ამბობს, რომ უცხოეთში ცხოვრებას კარგად აუწყო ფეხი. საქართველოში პროფესიით ბიოლოგი მცენარეთა დაცვის სამსახურში მუშაობდა. მართალია, ადრე ხელსაქმე ეხერხებოდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ უცხო ქვეყანაში ეს მისი შემოსავლის წყარო გახდებოდა. უფრო მეტიც, მუშაობას ნიუ-იორკის მაღალი კლასის „დიზაინ სტუდიაში“ დაიწყებდა.
© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძე გამოფენაზე
ნინო ქურდაძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
ნინო ქურდაძე გამოფენაზე
- ქალბატონო ნინო, თავიდან მკითხველს „დიზაინ სტუდიაზე“ მოუყევით...
- ეს სტუდია ცნობილია მაღალი კლასის დიზაინერებს შორის, რადგან მისი დამკვეთები იყვნენ: ოსკარ დე ლა რენტა, კელვინ კლაინი, დონა კარანი, დენის ბასო, ჰელესი, ტომი ჰილფიგერი, კაროლინა ჰერერა და ა.შ. მის მიერ დიზაინერებისთვის შექმნილი ტანისამოსი Vogue-ს ფურცლებზე აღმოჩნდა. 2008 წელს საკუთარი კომპანია დაარეგისტრირა, რომელიც ფაქტიურად „ვლად ნიტვეარის“ ქვეკონტრაქტორი გახდა. სხვათა შორის, დედაჩემი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და ხელსაქმის არაჩვეულებრივი მცოდნეა, საქართველოდან ჩამოსულ რამდენიმე ადამიანთან ერთად ამ საქმეში ჩავრთე.
© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძის მიერ შექმნილი სამოსი
ნინო ქურდაძის მიერ შექმნილი სამოსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
ნინო ქურდაძის მიერ შექმნილი სამოსი
- მანამდე საქართველოში სულ სხვა პროფესიას ემსახურებოდით...
- დიახ, პროფესიით ბიოლოგი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. ბიოლოგი რომ გავმხდარიყავი, ასეთი გადაწყვეტილება მეათე კლასში მივიღე, რადგან გაგონილი მქონდა, ბიოლოგებს მაგარი პრაქტიკები აქვთ და მთელ საქართველოში დადიანო. ჩემი სტუდენტობა 90-იან წლებს დაემთხვა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული ინსპექციის ლაბორატორიაში დავიწყე. აქ ხდებოდა იმპორტული სასოფლო-სამეურნეო მასალის, აგრეთვე ნათესების საკარანტინო მავნებლებზე და დაავადებებზე შემოწმება. სწორედ ამ პერიოდში ინტენსიურად დავიწყე ხატვა და „მრეწველების“ ოფისში და „შერატონ მეტეხი პალასში“ პერსონალური გამოფენებიც კი მქონდა. 1999 წელს ჩამოვედი აშშ-ში, სადაც ერთი თვე დავყავი. თუ არ ვცდები, Cochran fellowship program ერქვა პროგრამას, სადაც გავიმარჯვე. მაშინ აქაურ სოფლის მეურნეობის სისტემას, ნათესების გამოკვლევას და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებს გავეცანი.
© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძის ნახატი
ნინო ქურდაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
ნინო ქურდაძის ნახატი
- თქვენი ამერიკული ცხოვრება როდის დაიწყო?
- ჩემი ამერიკული ცხოვრება 2004 წლიდან დაიწყო. საქართველოდან წამოსვლა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში ფინანსურმა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ოჯახი მყავდა, მაინც მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული, თვითრეალიზაციას ვერ ვახერხებდი. რაღაც ფერადი მინდოდა, ჩემ ირგვლივ კი ყველაფერი რუხად მოჩანდა. მაშინ საქართველოში დავტოვე ოჯახი და სამი შვილი. ამერიკა ნამდვილად კარგად შემხვდა. ბავშვობიდან ვხატავ და მიყვარს ხელსაქმე. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური განათლება ამ სფეროში არ მიმიღია, ამერიკაში ჩემი პროფესია სწორედ ეს გახდა. პარალელურად ვხატავ. რამდენიმე სოლო და ჯგუფური გამოფენის მონაწილე ვარ.
© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძის ნახატი
ნინო ქურდაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
ნინო ქურდაძის ნახატი
- მოდის სფეროში როგორ აღმოჩნდით?
- ამერიკის მოდის ბიზნესში fashion industry-ში თავიდანვე მოვხვდი. საგაზეთო ინფორმაციაში ამოვიკითხე, რომ კომპანია ეძებდა ხელსაქმის მცოდნეებს და პრაქტიკულად ერთ კვირაში დავიწყე იქ მუშაობა. იმ დროს იქ ცნობილ დიზაინერ Vera Wang-ის კოლექციაზე მუშაობდნენ და ერთ თვეში ჩემი მოქსოვილი ქვედაბოლო ერთ-ერთ ჟურნალში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შემსრულებელი ვიყავი, მაინც სასიამოვნო იყო, როცა ჩემ მიერ სხვადასხვა დიზაინერებისთვის გაკეთებული ტანსაცმელი Vogue-სა თუ W magazine-ის ფურცლებზე აღმოვაჩინე. სულ მალე სოჰოში მდებარე Grant Gallery-ში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა.
© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძის ნახატი
ნინო ქურდაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
ნინო ქურდაძის ნახატი
- ბავშვობის გატაცება ხომ არ დაივიწყეთ?
- ხატვას იმ პერიოდში ვახერხებ, როცა კოლექციებს შორის ჩემი სამუშაო გრაფიკი შედარებით თავისუფლდება. ადრე გამოფენა მქონდა ქართული კულტურის ცენტრში „დანსინგ ქრეინ“ ლიკა სირელსონთან და მაკა ბერაძესთან ერთად. კიდევ სხვა ცნობილ ქართველ მხატვრებთან ერთად „მედეთ-არტის“ მხარდაჭერით „არტიფაქტ გალერეაში“ გამართულ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა.
- თქვენი კომპანია რა სახის პროდუქციას უშვებს?
- 2008 წელს დავარეგისტრირე ფირმა NK International Designs, კომპანია, რომელიც ცნობილი დიზაინერებისთვის ქსოვს ტანსაცმელს. ჩემი კომპანია მხოლოდ ხელით ნაქსოვ ტანსაცმელს აკეთებს. ამ ტანსაცმელს დამკვეთი დიზაინერები ჰყიდიან ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა Bergdorf Goodman, Barneys, ასევე სახელობით ბუტიკებში. თითოეული მოდელის რაოდენობა მცირეა, შეიძლება ორი-სამი შეგვიკეთონ, თუმცა ხანდახან ორმოცდაათსაც შეიძლება გადააჭარბოს. 2015 წლიდან ახალ კომპანია Spencer Vladimir-თან ვთანამშრომლობ, რომლის პოპულარობა დღითი დღე იზრდება, რაც ძალიან მახარებს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0