https://sputnik-georgia.com/20230605/farisebri-jirkvlis-kibos-nisani-278290658.html
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს „ჩუმი“ ნიშანი: მიაქციეთ ყურადღება
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს „ჩუმი“ ნიშანი: მიაქციეთ ყურადღება
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიებზე გამოვლენა ხშირად ძალიან რთულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი... 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T14:51+0400
2023-06-05T14:51+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ფარისებრი ჯირკვალი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262919629_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_bc77b3ef361e92ec896d0611e07ce745.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიებზე გამოვლენა ხშირად ძალიან რთულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ამ ორგანოს კიბოს განვითარებაზე მეტყველებს, აცხადებენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტები.მათი თქმით, ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი შესაძლოა დიარეა იყოს.როგორც მედიკოსები განმარტავენ, გამორიცხული არ არის, რომ კუჭის ხშირი მოქმედება ორგანიზმში კალციტონინის ჭარბ რაოდენობაზე მეტყველებდეს, რაც არის კიდეც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს „ჩუმი“ ნიშანი.საქმე ისაა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ორგანიზმის ყველა სისტემის, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასაც აჩქარებს. ამიტომ თუ ადამიანმა ეს სიმპტომი შენიშნა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს ექიმს.არ გამოტოვოთ: მარტივი ხალხური რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დასაძლევადგარდა ამისა, NHS-ის სპეციალისტების თქმით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე შესაძლოა მიანიშნებდეს:მანამდე აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრმა სეჯალ შაჰმა განაცხადა, რომ, წარბების ბუნებრივი გათხელების დაწყება შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ნიშანი იყოს.ბრიტანული ორგანიზაცია Cancer Research UK-ის სპეციალისტებმა კი დაასკვნეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიმპტომი შეიძლება იყოს კისერზე უმტკივნეულო გამონაზარდი.როგორც ცნობილია, ფარისებრი ჯირკვლის კიბო — კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად არ მიიჩნევა, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში.ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, ავთვისიანი კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა — ხშირად ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის შედეგად.ექიმების თქმით, ფარისებრი ჯირკვლის ზოგი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა და საწყის სტადიაზე მისი კლინიკური სიმპტომატიკა თითქმის შეუმჩნეველია.წყარო: The Sun
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262919629_155:0:2886:2048_1920x0_80_0_0_a7a4269b06a6ad357fa29d435f050517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ფარისებრი ჯირკვალი
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ფარისებრი ჯირკვალი
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიებზე გამოვლენა ხშირად ძალიან რთულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ამ ორგანოს კიბოს განვითარებაზე მეტყველებს, აცხადებენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტები.
მათი თქმით, ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი შესაძლოა დიარეა იყოს.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, გამორიცხული არ არის, რომ კუჭის ხშირი მოქმედება ორგანიზმში კალციტონინის ჭარბ რაოდენობაზე მეტყველებდეს, რაც არის კიდეც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს „ჩუმი“ ნიშანი.
საქმე ისაა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ორგანიზმის ყველა სისტემის, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასაც აჩქარებს. ამიტომ თუ ადამიანმა ეს სიმპტომი შენიშნა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს ექიმს.
გარდა ამისა, NHS-ის სპეციალისტების თქმით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
ყელის ქვედა ნაწილში ამობურცულობის გაჩენა — როგორც წესი, ის მაგარია, ნელა იზრდება და არ არის მტკივნეული;
ხმის ჩახლეჩვა — არა გაციების გამო;
ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
კისრის ტკივილი ან შეგრძნება, თითქოს ადამიანს კისერზე რამე აწვება;
სახის სიწითლე, რაც ძნელი შესამჩნევია მუქი ფერის კანზე;
მანამდე აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრმა სეჯალ შაჰმა
განაცხადა, რომ, წარბების ბუნებრივი გათხელების დაწყება შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ნიშანი იყოს.
ბრიტანული ორგანიზაცია Cancer Research UK-ის სპეციალისტებმა კი
დაასკვნეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიმპტომი შეიძლება იყოს კისერზე უმტკივნეულო გამონაზარდი.
როგორც ცნობილია, ფარისებრი ჯირკვლის კიბო — კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად არ მიიჩნევა, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში.
ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, ავთვისიანი კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა — ხშირად ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის შედეგად.
ექიმების თქმით, ფარისებრი ჯირკვლის ზოგი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა და საწყის სტადიაზე მისი კლინიკური სიმპტომატიკა თითქმის შეუმჩნეველია.