https://sputnik-georgia.com/20221205/martivi-recepti-farisebri-jirkvlis-problemebis-dasazlevad-272709155.html
მარტივი ხალხური რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დასაძლევად
მარტივი ხალხური რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დასაძლევად
Sputnik საქართველო
თუ ადამიანს ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგალითად, ჰიპოთირეოზი, მათ გადაჭრაში მარტივი ხალხური რეცეპტი დაეხმარება. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T12:00+0400
2022-12-05T12:00+0400
2022-12-05T16:22+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23354/34/233543406_0:378:4032:2646_1920x0_80_0_0_3ee4512d3bcae2868aa519d53a91ff03.jpg
ფარისებრი ჯირკვალი – ესაა ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს ორგანიზმში და ამ ჰორმონების წყალობით მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა ჩვენს სხეულში.ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს მრავალი დაავადების გამოწვევა შეუძლია ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ ჩვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მისი გამართულად მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობის სტიმულირებისთვის ძალზე ეფექტურია.რეცეპტი მხოლოდ ერთი ინგრედიენტისგან შედგება – ესაა წითელი ხახვი.გამოყენების წესი:ეს უნდა გააკეთოთ ძილის წინ – ხახვი გაჭერით შუაზე, რომ მისგან წვენი გამოვიდეს. აიღეთ ორივე ნახევარი და წრიული მოძრაობით ფრთხილად წაისვით ხახვის წვენი ყელზე, ფარისებრი ჯირკვლის არეში.ამის შემდეგ ყელი არ დაიბანოთ, რათა ხახვმა მთელი ღამე შეძლოს მოქმედება. კანმა ხახვის წვენისგან შეიძლება ფერი იცვალოს.ხახვი ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას. რეცეპტი ეფექტურად მოქმედებს ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ჰიპოთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის დაბალი ფუნქციურობა.ხახვი ცნობილი იყო ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ ჩინეთში, ირანსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს: ასუფთავებს ჰაერს, კლავს პათოგენურ ბაქტერიებს, წმენდს სისხლს და ა.შ. ხახვი შეიცავს მრავალ ვიტამინსა (A, B1, B2, B6, PP C, K და სხვ.) და მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, მანგანუმს…ხახვი ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების თავიდან აცილებაში.
https://sputnik-georgia.com/20221003/allium-cepa-l-xaxvi-270985293.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23354/34/233543406_0:0:4032:3024_1920x0_80_0_0_7820e3766938717f3986822ea3f66b01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
მარტივი ხალხური რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დასაძლევად
12:00 05.12.2022 (განახლებულია: 16:22 05.12.2022) თუ ადამიანს ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგალითად, ჰიპოთირეოზი, მათ გადაჭრაში მარტივი ხალხური რეცეპტი დაეხმარება.
ფარისებრი ჯირკვალი – ესაა ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს ორგანიზმში და ამ ჰორმონების წყალობით მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა ჩვენს სხეულში.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს მრავალი დაავადების გამოწვევა შეუძლია ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ ჩვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მისი გამართულად მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობის სტიმულირებისთვის ძალზე ეფექტურია.
რეცეპტი მხოლოდ ერთი ინგრედიენტისგან შედგება – ესაა წითელი ხახვი.
ეს უნდა გააკეთოთ ძილის წინ – ხახვი გაჭერით შუაზე, რომ მისგან წვენი გამოვიდეს. აიღეთ ორივე ნახევარი და წრიული მოძრაობით ფრთხილად წაისვით ხახვის წვენი ყელზე, ფარისებრი ჯირკვლის არეში.
ამის შემდეგ ყელი არ დაიბანოთ, რათა ხახვმა მთელი ღამე შეძლოს მოქმედება. კანმა ხახვის წვენისგან შეიძლება ფერი იცვალოს.
ხახვი ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას. რეცეპტი ეფექტურად მოქმედებს ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ჰიპოთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის დაბალი ფუნქციურობა.
ხახვი ცნობილი იყო ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ ჩინეთში, ირანსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს: ასუფთავებს ჰაერს, კლავს პათოგენურ ბაქტერიებს, წმენდს სისხლს და ა.შ. ხახვი შეიცავს მრავალ ვიტამინსა (A, B1, B2, B6, PP C, K და სხვ.) და მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, მანგანუმს…
ხახვი ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების თავიდან აცილებაში.