ჩხრეკა კაზინო „აჭარაში“: საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

© Pixabay / Bru-nO სათამაშო აპარატები
სათამაშო აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2023
გამოწერა
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კაზინო „აჭარაში“ საქმის ვითარებაში გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს.
უწყების ცნობით, სამორინეში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს.
გამოძიება კაზინო „აჭარის“ ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 194-ე და 218-ე მუხლები).
უწყების ცნობით, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოების ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ.
წყარო - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0