https://sputnik-georgia.com/20230605/278294027.html
დეპუტატი: ქართულ ოპოზიციას კოალიციური მთავრობა სურს
დეპუტატი: ქართულ ოპოზიციას კოალიციური მთავრობა სურს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოპოზიციას სჭირდება კოალიციური მთავრობა და თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", განაცხადა პარტია... 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T16:01+0400
2023-06-05T16:01+0400
2023-06-05T20:40+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249868389_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_415b00b2ea89bf739c93aa73f6eba211.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოპოზიციას სჭირდება კოალიციური მთავრობა და თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან.ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოში არ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მოიპოვებს 51%-ს.„თუ ვინმე ოპოზიციაში ლაპარაკობს და ქმნის ილუზიას, რომ ის არ ითანამშრომლებს „ნაცმოძრაობასთან", თუ ვინმე აპირებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია არ შექმნას, ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო მიიღებს 51%-ს, მე არ ვიცი. ასეთი ოპოზიციური ძალა არ არსებობს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. ამასთან, უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ უნდა მოიპოვოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ხმა.მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია არა მხოლოდ მთავრობის ჩამოყალიბება, არამედ ასევე პრეზიდენტის არჩევნებში უპირატესობის მიღებაც. 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249868389_26:0:1165:854_1920x0_80_0_0_d8e0655cf42796795fc9e9d5d0f79a2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოპოზიციას სჭირდება კოალიციური მთავრობა და თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან.
ამ დღეებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციის თაობაზე უნდა დაიწყოს საუბარი. გარდა ამისა, ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი 5%-იანი ბარიერის გადალახვაში დახმარებას დაჰპირდა.
„სრულად ვეთანხმები ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება კოალიციური მთავრობა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უსაფრთხოება, მშვიდობა, კომფორტი ოპოზიციასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში. ამიტომ დადგა დრო, ოპოზიცია გადავიდეს ამ საკითხის განხილვაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოში არ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მოიპოვებს 51%-ს.
„თუ ვინმე ოპოზიციაში ლაპარაკობს და ქმნის ილუზიას, რომ ის არ ითანამშრომლებს „ნაცმოძრაობასთან", თუ ვინმე აპირებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია არ შექმნას, ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო მიიღებს 51%-ს, მე არ ვიცი. ასეთი ოპოზიციური ძალა არ არსებობს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. ამასთან, უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ უნდა მოიპოვოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ხმა.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია არა მხოლოდ მთავრობის ჩამოყალიბება, არამედ ასევე პრეზიდენტის არჩევნებში უპირატესობის მიღებაც. 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.