https://sputnik-georgia.com/20230605/--------278292633.html
გახარიას პარტია მომავალ არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
გახარიას პარტია მომავალ არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" წლების მანძილზე ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T15:38+0400
2023-06-05T15:38+0400
2023-06-05T20:20+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_4620cead6cbcd1877b9cb48ee237d55a.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის დასაძლევად არ აპირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობამ" იცის როგორ დაეხმაროს პარტიებს მომავალ არჩევნებზე ხმების 5-7%-ის მოპოვებაში და ელოდება ყველას თანამშრომლობისთვის, რათა მოგვიანებით კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს – „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ".დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა" მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" წლების მანძილზე ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.„საზოგადოებამ ეს მშვენივრად იცის, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ როგორ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობა” „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ლილუაშვილმა.ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პარტია თავად გადაწყვეტს – ვისთან და როდის ითანამშრომლოს.მანამდე არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებასთან“ შეთქმულებაში დაადანაშაულა, როდესაც მისი ფრაქციის წევრებმა, ოპოზიციის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიუხედავად, ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს.და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ამ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქცია, ოპოზიციას ეჭვი შეეპარა „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან თამაშში.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. ამასთან, უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ უნდა მოიპოვოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ხმა.მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია არა მხოლოდ მთავრობის ჩამოყალიბება, არამედ ასევე პრეზიდენტის არჩევნებში უპირატესობის მიღებაც. 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_287:0:1994:1280_1920x0_80_0_0_0185dc1a1e2a6d909df76d49375a19f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
გახარიას პარტია მომავალ არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
15:38 05.06.2023 (განახლებულია: 20:20 05.06.2023) დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" წლების მანძილზე ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის დასაძლევად არ აპირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობამ" იცის როგორ დაეხმაროს პარტიებს მომავალ არჩევნებზე ხმების 5-7%-ის მოპოვებაში და ელოდება ყველას თანამშრომლობისთვის, რათა მოგვიანებით კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს – „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ".
„არავის დახმარება არ გვჭირდება. ვინც თვლის, რომ როგორც ოპოზიციურ პარტიას დამოუკიდებლად 5%-ის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სისტემურ თანამშრომლობას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა" მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" წლების მანძილზე ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.
„საზოგადოებამ ეს მშვენივრად იცის, ჩვენ არაერთხელ ვნახეთ როგორ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობა” „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პარტია თავად გადაწყვეტს – ვისთან და როდის ითანამშრომლოს.
მანამდე არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებასთან“ შეთქმულებაში დაადანაშაულა, როდესაც მისი ფრაქციის წევრებმა, ოპოზიციის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიუხედავად, ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს.
და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ამ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქცია, ოპოზიციას ეჭვი შეეპარა „ნაციონალური მოძრაობის“ პატიოსან თამაშში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის სავარძლებს დაიკავებენ ის პარტიები, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებენ. ამასთან, უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ უნდა მოიპოვოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ხმა.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია არა მხოლოდ მთავრობის ჩამოყალიბება, არამედ ასევე პრეზიდენტის არჩევნებში უპირატესობის მიღებაც. 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.